ნათია თურნავა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს  შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა, ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში პეტრ კუბერნატს შეხვდა.

ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებულ მრავალწლიან ურთიერთობასა და ორი ქვეყნის ეროვნულ ბანკებს შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე.

ნათია თურნავამ პეტრ კუბერნატს პირადად გადაუხადა მადლობა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ჩეხეთის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა საქართველოს მთავარი მიზანია. სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ჩეხეთის ელჩს ქართულ საფინანსო სექტორში არსებული ვითარება და მიმდინარე პროექტები გააცნო. ასევე ისაუბრა საქართველოს პერსპექტივაზე რეგიონში ფინტექ ჰაბად ჩამოყალიბების კუთხით და ფინანსური ტექნოლოგიების ბაზრების განვითარების მიზნით დაგეგმილი პროექტები გააცნო. მათ შორის, ციფრული ლარის პროექტი და ღია ბანკინგის სტანდარტის წარმატებით დანერგვა. თავის მხრივ, პეტრ კუბერნატმა ხაზი გაუსვა საქართველოს მოწინავე პოზიციას ფინტექის მიმართულებით. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ჩეხეთის ეროვნულ ბანკთან შესაძლებლობების განვითარების მიმდინარე პროგრამა, ისაუბრეს მის მნიშვნელობასა და მომავალში გაგრძელების აუცილებლობაზე. აღნიშნული პროგრამა ტრენინგების, ვორკშოპებისა და სემინარების ჩატარებას გულისხმობს. აღსანიშნია, რომ ჩეხეთის მხარემ საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და EBRD-თან ერთად მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს შემუშავებაში, ასევე ფინანსური და ეკონომიკური სისტემების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაში გაუწია დახმარება”, - ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს