ლოიდ ოსტინი - ახლა გადამწყვეტი ათწლეულია, რომელიც მსოფლიოში უსაფრთხოების მომავალს განსაზღვრავს - „ჰამასს“ ან პუტინს გამარჯვების საშუალებას არ მივცემთ

ახლა გადამწყვეტი ათწლეულია, რომელიც ევროპასა და მთლიანად მსოფლიოში უსაფრთხოების მომავალს განსაზღვრავს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა რეიგანის სახელობის ეროვნული უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.

„ახლა, როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, „გადამწყვეტ ათწლეულში” ვცხოვრობთ და შემდეგი რამდენიმე წელიწადი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ჩვენი კონკურენციის პირობებს განსაზღვრავს, ევროპაში უსაფრთხოების მომავალს განსაზღვრავს, განსაზღვრავს, ჩვენი შვილები და შვილიშვილები მემკვიდრეობით მიიღებენ წესებისა და უფლებების ღია მსოფლიოს - თუ შთაგონებულ ავტოკრატებთან შეჯახება მოუწევთ, რომლებიც ძალისა და შიშის გამოყენებით ცდილობენ დომინირებას”, - განაცხადა ოსტინმა.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმით, ახლა ისრაელსა და უკრაინაში დემოკრატიები დაუნდობელ მტრებს ებრძვიან, რომლებიც მათ განადგურებას ცდილობენ.

„ჰამასს“ ან პუტინს გამარჯვების საშუალებას არ მივცემთ, ჩვენს მტრებს ჩვენი დაყოფისა და დასუსტების საშუალებას არ მივცემთ. ამიტომ მაშინ, როდესაც ისრაელის დახმარებას ვზრდით, ჩვენ ფოკუსირებული ვრჩებით უკრაინაზე.

ახლა, იზოლაციის მიუხედავად, პუტინი თვლის, რომ უკრაინელებზე მეტხანს გაძლება შეუძლია, მაგრამ ის ცდება.

ახლა პუტინი ასევე ფიქრობს, რომ ჩვენზე მეტხანს გაძლება შეუძლია. ის თვლის, რომ ჩვენი კოალიცია დაიშლება, რომ ჩვენი ნებისყოფა ჩაქრება, ხოლო ჩვენი დემოკრატია უბრალოდ ყურადღებას გადაიტანს, მაგრამ პუტინი კიდევ ერთხელ ცდება.

ამერიკელ ხალხს მკაფიოდ უნდა განვუმარტოთ უკრაინაში ფსონების შესახებ”, - განაცხადა ოსტინმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს