ქართველი ემიგრანტების სამოყვარულო თეატრმა საერთაშორისო ფესტივალზე წარმატებას მიაღწია

ქართველი ემიგრანტების სამოყვარულო თეატრმა საერთაშორისო ფესტივალზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ლიეტუვას სამოყვარულო თეატრების მე-12 საერთაშორისო ფესტივალ „მასკარადასზე“ ნიდერლანდების სამეფოში მოქმედმა ქართულმა თეატრალურმა დასმა - „ათინათი“ ჟიურისა და მაყურებლის წინაშე დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“ წარადგინა.

„ფესტივალის ჟიურის სიმპათია და მაყურებლის რჩეული სპექტაკლის პრიზი „ათინათს“ ერგო. ასევე, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო დავით მორჩაძეს გადაეცა. ჟიურიმ პრიზი მწერლის შთამომავალ მსახიობს, დავით კლდიაშვილსაც გადასცა ორი როლის ქართულ და ლიეტუვურ ენაზე ბრწყინვალე შესრულებისთვის.

ქალაქ კაუნასში გამართულ ქართულ წარმოდგენას ლიეტუვაში მცხოვრები ემიგრანტების ნაწილი და საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლებიც დაესწრნენ. სპექტაკლი რეჟისორმა ბადრი წერედიანმა დადგა, რომლის პრემიერა ნიდერლანდების სამეფოში მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაიმართა. თეატრი „ათინათი“ ნიდერლანდებში მცხოვრებმა თინათინ ახვლედიანმა 2021 წელს, გარდაცვალებამდე ჩამოაყალიბა, რომელსაც დღეს შვილები, ნათია და ბაიკო ახვლედიანები ხელმძღვანელობენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს