მთავრობის ადმინისტრაცია - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა და მათი ინტერესების სახელმწიფო პოლიტიკაში ინტეგრირება კვლავ რჩება ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა და მათი ინტერესების სახელმწიფო პოლიტიკაში ინტეგრირება კვლავ რჩება ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად.

მათივე ცნობით, საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები ხორციელდება როგორც კოორდინაციის, ისე სერვისების მიწოდებისა და მისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით.

„აღსანიშნავია, რომ 2023 წელს სახელმწიფომ გაეროს კომიტეტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ანგარიში წარუდგინა, რომელიც ქვეყანაში შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობას აღწერს. ამის შემდეგ კომიტეტმა სახელმწიფოს მიმართ გასცა რეკომენდაციები.

კომიტეტისგან მიღებული რეკომენდაციების აღსრულების ხელშეწყობას და კოორდინაციას 2021 წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი საქართველოს მთავრობის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი გააგრძელებს, შშმ პირთა საკონსულტაციო საბჭოსთან ერთად.

საჯარო დაწესებულებები, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, განაგრძობენ ყოველწლიური სამოქმედო გეგმების შემუშავებას და აღსრულებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებთან ერთად.

2022 წლის 5 სექტემბერს საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებულ იქნა 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის მეორე ეროვნული სტრატეგია. 2023 წლის 23 მარტს სტრატეგია დამტკიცდა პარლამენტის მიერ. აღნიშნული ყოვლისმომცველი დოკუმენტი მოიცავს ყველა ფუნდამენტურ უფლებასა და თავისუფლებას, ასევე − განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვაზე.

ეროვნულ სტრატეგიაში გაწერილი მიზნებისა და ამოცანების შესრულების მიზნით ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის. სამოქმედო გეგმა დაფარავს 2024-2026 წლებს. აღნიშნულ დოკუმენტებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს. ზემოაღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტებით გათვალისწინებულია ამოცანები, რომლებიც შშმ პირთა თანასწორობასა და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, კერძოდ − ხაზგასმულია შშმ ქალთა და რეგიონებში მცხოვრები შშმ პირთა საჭიროებები და გამოწვევები.

სახელმწიფო განაგრძობს თავიანთ მოქალაქეებზე ზრუნვას და მათთვის ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს