საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები პორტუგალიაში ვიზიტით იმყოფებოდნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, აკადემიის რექტორის, ზურაბ ზუბადალაშვილის ხელმძღვანელობით, სასწავლო ვიზიტით პორტუგალიას ეწვია.

შსს-ს ინფორმაციით, ვიზიტი ევროპის საბჭოს პროექტის - „ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში“ მხარდაჭერით განხორციელდა, რომელიც მიზნად ისახავდა პორტუგალიის საპოლიციო განათლების სისტემის გაცნობას.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები პორტუგალიის ეროვნული პოლიციის საგანმანათლებლო დანაყოფში, ლისაბონის პოლიციის ცენტრალურ ოფისში, ასევე, საპოლიციო მეცნიერებებისა და შიდა უსაფრთხოების აკადემიასა და პოლიციის პროფესიულ სასწავლებელში იმყოფებოდნენ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრები პორტუგალიის პოლიციის სტრუქტურას, განათლების, კარიერული განვითარებისა და უწყვეტი კვალიფიკაციის ამაღლების ეროვნულ სისტემებს გაეცნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, პორტუგალიელი კოლეგები საქართველოში საპასუხო ვიზიტით მოიწვია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს