დავით ხაჯიშვილი - თუ ვნახავთ, რომ „ქართული ოცნება“ მართლა ევროპულ საქმეს აკეთებს და დათქმების შესრულებაზე მართლაც ფიქრობს, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველგან იქნება, სადაც ევროპული საქმე კეთდება

„ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის დავით ხაჯიშვილის განცხადებით, პარტია საარჩევნო ბარიერის დაწევას მხარს უჭერს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ოპოზიციის ხმები არ დაიკარგოს.

„ნაციონალური მოძრაობა“ მომხრე ვართ და ყველანაირად ხელს შევუწყობთ ამ პროცესს, თუ ბარიერი დაიწევა. თუ დემოკრატიის გაძლიერება გვინდა, საარჩევნო ბარიერი უნდა დაიწიოს იმიტომ, რომ ე.წ. პატარა პარტიებს შეეძლოთ ამ ბარიერის გადალახვა და ამომრჩეველს, ვინც ამ პატარა პარტიებს აძლევს ხმას, მათი წარმომადგენელი აუცილებლად უნდა იყოს პარლამენტში წარმოდგენილი. ასევე, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ოპოზიციური ხმები არ დაიკარგოს და „ქართული ოცნების“ საარჩევნო ყულაბაში არ გადავიდეს. „ქართული ოცნებაც“ იმის მოლოდინშია, რომ მხოლოდ ამ ვითარებით შეძლებს ხელისუფლების შენარჩუნებას, სხვა შემთხვევაში, ყველა გამოკითხვით, ის ოპოზიციაში გადადის. შესაბამისად, ან ბარიერმა უნდა დაიწიოს ან ეს პატარა პარტიები უნდა გაერთიანდნენ ერთმანეთთან, უნდა იპოვონ საერთო ენა, რათა ოპოზიციური ხმები არ დაიკარგოს“,-განაცხადა ხაჯიშვილმა.

რაც შეეხება სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მიღებას, ხაჯიშვილი განმარტავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მასში მონაწილეობას მიიღებს, თუ დაინახავს, რომ ევროპული საქმე კეთდება და ხელისუფლებას ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება რეალურად სურს.

„სამწუხარო რეალობა გვაქვს, თუ როგორ ასრულებს „ქართული ოცნება“ ევროკავშირის რეკომენდაციებს. ჩვენ ვნახეთ, რომ 12 რეკომენდაციიდან 9 რეკომენდაცია შეუსრულებელია. 3 არის ფასადურად შესრულებული. ეს ჩვენი ევროპელი მეგობრების სიტყვებია და არა მხოლოდ ჩემი. შესაბამისად, დიდ მოლოდინი არ გვაქვს, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ყველგან, სადაც საქართველოსთვის ევროპული საქმე კეთდება. ვნახავთ, თუ რა დღის წესრიგი ექნება ხელისუფლებას, იმ სამუშაო გარემოში როგორი სიტუაცია იქნება. ასევე უნდა ითქვას, რომ ჩვენ ცალკე ვმუშაობთ ამ დათქმების შესრულებაზე. თუ ვნახავთ, რომ „ქართული ოცნება“ მართლა ევროპულ საქმეს აკეთებს და ამ დათქმების შესრულებაზე მართლაც ფიქრობს, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველგან იქნება, სადაც ევროპული საქმე კეთდება“,-განაცხადა ხაჯიშვილმა.

გარდა ამისა, მან პოლარიზაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი დასრულება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება.

„ფარცხალაძის მიერ საქმე არის აღძრული მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ეს უკვე დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს. ფარცხალაძე არის დასანქცირებული ჩვენი ამერიკელი მეგობრების მიერ. ასევე დასანქცირებული არიან ის მოსამართლეები, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პოლარიზაციის დასრულება არის შეუძლებელი. სანამ მიხეილ სააკაშვილი თავისუფლებაზე არ იქნება, სამწუხაროდ, ჩვენს ქვენაში პოლარიზაცია ვერ დასრულდება“,-განაცხადა ხაჯიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის