იენს სტოლტენბერგი - უკრაინას კარგ და ცუდ დროსაც უნდა ვუჭერდეთ მხარს

უკრაინას კარგ და ცუდ დროსაც უნდა ვუჭერდეთ მხარს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ARD-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„უნდა გვესმოდეს, რომ პრეზიდენტ პუტინის გამარჯვების შემთხვევაში უკრაინას ტრაგედია ელის, მაგრამ ეს ჩვენთვისაც სახიფათო იქნება. ამიტომ ჩვენს საკუთარ ინტერესებშია, რომ უკრაინამ გაძლოს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ „ცუდი ამბებისთვისაც მზად უნდა ვიყოთ“, ხოლო მოკავშირეებმა უკრაინისთვის დახმარებაზე უარი არ უნდა თქვან.

„ჩვენ ასევე ცუდი ამბებისთვის უნდა ვიყოთ მზად. ომის მსვლელობა არა მუდმივი, არამედ ცვალებადი პროცესია. უკრაინას კარგ და ცუდ დროსაც უნდა ვუჭერდეთ მხარს. ახლანდელი ომი - დაღლამდე ომია, ეფექტიანობისთვის ბრძოლაა, ლოგისტიკისთვის ბრძოლაა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს