„წითელი ჯვრის“ ხელმძღვანელი ეგვიპტესა და ღაზის სექტორს ეწვევა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) პრეზიდენტი, მირიანა სპოლიარიჩ ეგერი დღეს, სავარაუდოდ, ეგვიპტესა და ღაზის სექტორში ჩავა, რათა განიხილონ საკითხები, რომლებიც „ჰამასის“ მიერ დაკავებულ მძევლებთან წითელი ჯვრის წარმომადგენლების წვდომის დაშვებას ეხება.

„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი დაჟინებით მოითხოვს, რომ ჩვენს ჯგუფებს მიეცეთ საშუალება, მოინახულონ მძევლები მათი კეთილდღეობის შესამოწმებლად და მედიკამენტების მიწოდების მიზნით, ხოლო მძევლებს შეეძლოთ დაუკავშირდნენ ოჯახებს. მიღწეული უნდა იყოს შეთანხმებები, რომლებიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს საშუალებას მისცემს, უსაფრთხოდ განახორციელოს ეს სამუშაო. ICRC-ს არ შეუძლია ძალით შევიდეს იქ, სადაც მძევლები არიან და არც მათი ადგილმდებარეობა ვიცით“, - აცხადებენ მირიანა სპოლიარიჩ ეგერის ოფისში.

ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ წითელი ჯვრის წარმომადგენლების მიერ „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი ადამიანების მონახულება გასულ კვირას ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავის ერთ-ერთი პირობა იყო, რომელიც შვიდ დღეს გაგრძელდა და რომლის დროსაც 100-ზე მეტი მძევალი, ძირითადად ისრაელელი ქალები და ბავშვები, გაათავისუფლეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება