ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს

მსხვილი სავაჭრო ქსელი „ნაზილბე“ BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის პროგრამას ABM Shelf-ს ნერგავს. ABM Shelf უკრაინული კომპანია ABM Cloud-ის მიერ შექმნილი, ქლაუდ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სოფტია.

„ნაზილბემ“ ABM Shelf-ის დანერგვა 2023 წელს დაიწყო და წლის ბოლომდე შეძლებს მისი შესაძლებლობების გამოყენებას.

პროგრამის დანერგვის შემდეგ, კომპანია სავაჭრო დარბაზების მართვის სრულიად ახალ ეტაპზე გადადის. შესაძლებელი ხდება მაღაზიის დახლების, მაცივრებისა და სხვა მსგავსი აქტივების მონაცემებისა (ზომა, თაროების რაოდენობა, სიმაღლე, სიღრმე და ა.შ.) და დიზაინის სისტემაში შეყვანა და შემდეგ, თითოეული თაროს დეტალიზაციით პროდუქციის განლაგების დაგეგმვა.

მაღაზიებისთვის დავალებების გაწერა და მათი შესრულების კონტროლი სისტემაშივეა შესაძლებელი. მაღაზიის თანამშრომელს შეუძლია შესრულებული სამუშაოს ფოტოს ატვირთვა სისტემაში, შესაბამისად, მენეჯერმა ზუსტად იცის მაღაზიაში პროდუქტი სად და როგორაა განლაგებული.

ABM Shelf-ის დანერგვის შემდეგ, კომპანიას მისი ანალიტიკური მოდულის გამოყენება შეეძლება, რომელიც მარტივი გამოსაყენებელია და ამავე დროს, სიღრმისეული რეპორტინგის საშუალებას იძლევა. სისტემით, კომპანია შეძლებს მუდმივად ადევნოს თვალი პროდუქციის თაროებზე განლაგების ეფექტიანობას და ამის მიხედვით მოახდინოს თაროზე პროდუქტების განლაგების ოპტიმიზაცია.

ბიზნესის ზრდასთან ერთად, იზრდება მისი საჭიროებებიც, რომელიც კომპანიაში არსებულმა ციფრულმა გადაწყვეტებმა უნდა დააკმაყოფილონ. სწორედ ამიტომ, „ნაზილბე“ და BDO Digital-ის გუნდი აგრძელებენ თანამშრომლობას ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება