„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის ლიდერები აშშ-ში გაემგზავრნენ, სადაც IDU-ს ფორუმს დაესწრებიან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის საერთაშორისო მიმართულების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრნენ.

პარტიის ცნობით, ისინი 4-7 დეკემბერს ვაშინგტონში პოლიტიკური პარტიების ყველაზე დიდ ფორუმს, IDU-ს დაესწრებიან. ფორუმს ასევე დაესწრებიან საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის საერთაშორისო მიმართულების სამსახურის უფროსი ირაკლი ქავთარაძე.

როგორც პარტიაში განმარტავენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს ექნება მაღალი რანგის შეხვედრები და მათ შორის IDU-ს პრეზიდენტთან სტეფან ჰარპერთან. 8 დეკემბერს კი, ნიუ იორკში, პარტიის ლიდერები შეხვდებიან ქართველ ემიგრანტებს.

„ვაშინგტონში დავესწრებით პოლიტიკური პარტიების ყველაზე დიდ ფორუმს მსოფლიოში, IDU-ს ფორუმს, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 80-მდე პოლიტიკური პარტია მონაწილეობს და „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოდგენილი იქნება ამ ფორუმზე, რომელიც ვაშინგტონში გაიმართება 4-დან 7დეკემბრის ჩათვლით. დღის წესრიგი და მთავარი საკითხები ამ ფორუმზე იქნება უსაფრთხოება, ეკონომიკა, დემოკრატიის განვითარება მსოფლიოში და ავტოკრატიების დასრულება. ასევე, გვექნება ოფიციალური შეხვედრები და მათ შორის შეხვდებით IDU-ს პრეზიდენტს სტეფან ჰარპერს. ამის გარდა, ვაშინგტონში და ნიუ იორკში იქნება მაღალი რანგის შეხვედრები.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო