რას სთავაზობს ქაღალდის საწარმო „კრიალა“ ბიზნესს?

ჰიგიენური ქაღალდის საწარმო „კრიალა“ 2014 წელს დაფუძნდა და დღეს ბაზრის 20%-ს იკავებს. კომპანია 2023 წელს მნიშვნელოვანი შედეგებით აჯამებს - მან ფაქტობრივად სრულად ჩაანაცვლა იმპორტირებული პროდუქცია და გაზარდა საწარმოს წარმადობა.

„კრიალას“ საწარმოს წარმადობა დღეში საშუალოდ 7-8 ტონამდეა, ხოლო თვიურად 200 ტონაზე მეტი, რაც კომპანიას როგორც საცალო გაყიდვების, ისე ბიზნესთან თანამშრომლობის კუთხით ახალ შესაძლებლობებს უხსნის.

„კრიალა“ 2014 წელს პროექტის ფარგლებში - „აწარმოე საქართველოში“ შეიქმნა და დაარსებიდან 9 წლის თავზე ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. ამ დროისთვის კომპანიას ბაზრის 20% უჭირავს. „კრიალა“ „პალიტრა ჰოლდინგის“ ერთ-ერთი წევრი კომპანიაა და სხვადასხვა სახეობის ჰიგიენურ ქაღალდს აწარმოებს.

კომპანიის საქმიანობის სფეროებია: ქაღალდის გადამუშავება, წარმოება და საყოფაცხოვრებო ქაღალდის ნაწარმი (ხელსახოცი, პირსახოცი, ჰიგიენური ქაღალდი, დაკეცილი ხელსახოცი, ერთ ფენიანი და ორ ფენიანი ხელსახოცები, ტუალეტის ქაღალდები, სამედიცინო გადასაფარებელი ზეწარი, მარათონის ხელსახოცი, ზეტ ტიპის ხელსახოცი, სამზარეულოს ხელსახოცი და სხვა.)

„კრიალა“ მომხმარებლებს სთავაზობს სადისტრიბუციო სერვისსაც, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერი მოცულობის ტვირთის მიწოდებას უზრუნველყოფს პირდაპირ ქარხნიდან ობიექტამდე.

ამასთან, მისი პროდუქცია წარმოდგენილია როგორც ქსელურ, ისე არაქსელურ მარკეტებში და ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა. პროდუქციის ხარისხისა და ხელმისაწვდომი ფასის გამო უკვე წლებია, „კრიალა“ დადებით უკუკავშირს იღებს. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ პროდუქციაში გადახდილი თითოეული თეთრი ქვეყანაში რჩება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მიღწევებით არ ვკმაყოფილდებით და ვაპირებთ, რომ ასევე აქტიურად გადავიდეთ ბიზნესის მხარდაჭერაზე, რომელიც მოიაზრებს ყველა იურიდიულ ობიექტს, იქნება ეს რესტორნები, ბარები, სასადილოები, სავაჭრო მოლები, კლინიკები, სალონები და სხვა ყველა ის დაწესებულება, რომელიც ყოველდღიურად იყენებს ჰიგიენურ ქაღალდს“, - აღნიშნავს „კრიალას“ კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი ლუკა აწყვერელი.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი საწარმოს მეშვეობით „კრიალას“ შეუძლია დააკმაყოფილოს როგორც ინდივიდუალური მომხმარებლების, ისე ბიზნესის ნებისმიერი მოთხოვნა, იქნება ეს ქაღალდის მეტრაჟობა, სიგრძე, სიგანე, დაბრენდვა ან ნებისმიერი სახის სპეციფიკაცია.

„კრიალას“ მთავარი უპირატესობებია:

  • ქარხნის ტერიტორია არის გადაჭიმული 1 ჰექტარზე მეტ ფართობზე, რომელშიც მოიაზრება როგორც წარმოება ასევე დასაწყობებაც;
  • ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, ესტუმროს ქარხანას და დაესწროს წარმოების პროცესს, რათა პროდუქციის ხარისხში დარწმუნდეს;
  • მიწოდების სერვისი ბიზნესს მაქსიმალურ კომფორტს უქმნის, რადგან პროდუქციის მიტანა პირდაპირ საწარმოდან ობიექტამდე ხდება;
  • მნიშვნელოვანი ფაქტორია სანდოობა - „კრიალა“ არის უდიდესი გაერთიანების, „პალიტრა ჰოლდინგის“ წევრი კომპანია, რაც სტაბილურობისა და სანდოობის გარანტია.

თქვენთვის საინტერესო შეთავაზების შერჩევად ეწვიეთ „კრიალას“ გვერდს ან დაუკავშირდით ნომერზე: 577 68 79 45

(R)

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან