ისრაელმა ღაზაში 200 ტერორისტულ ობიექტს დაარტყა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ქვეყნის სახმელეთო ჯარები ღაზის სექტორში მოქმედებას განაგრძობენ და გასული დღე-ღამის განმავლობაში „ჰამასის“ დაახლოებით 200 ტერორისტულ ობიექტს დაარტყეს.

თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დარტყმები განხორციელდა ბეიტ ჰანუნის სკოლაში განთავსებულ ტერორისტულ ინფრასტრუქტურაზე.

გარდა ამისა, თავდაცვის ძალების თვითმფრინავმა დაარტყა საბრძოლო მანქანებს და გაანადგურეს მასზე განთავსებული რაკეტები, ნაღმმტყორცნები და იარაღი.

ისრაელის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა ღამით იერიში მიიტანა „ჰამასის“ კუთვნილ ტერორისტულ ობიექტებზე, მათ შორის საზღვაო ძალების სადამკვირვებლო პუნქტებსა და ღაზას ნავსადგურში არსებულ ტერორისტულ ინფრასტრუქტურაზე.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰამასის“ სამხედრო შენაერთებს ზუსტი საბრძოლო მასალებით დაარტყა.

„ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის თავდასხმების შედეგად, 7 ოქტომბრის შემდეგ, მინიმუმ 15 523 პალესტინელი, მათ შორის 6 600 ბავშვი, დაიღუპა, 41 316 კი - დაშავდა. ამასთან, სულ მცირე 6800 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო