აღმაშენებლის გამზირზე, სამართალდამცავთან ერთად დაჭრილი 38 წლის მამაკაცი კლინიკაშია მოთავსებული - ექიმის განცხადებით, მას გულ-მკერდის არეში, ბასრი იარაღით მიყენებული მრავლობითი დაზიანება აღენიშნება

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, სამართალდამცავთან ერთად დაჭრილი 38 წლის თეიმურაზ ანჯაფარიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.

როგორც კლინიკის ზოგადი ქირურგიული განყოფილების გამგემ, შალვა გიუაშვილმა განაცხადა, დაჭრილი მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მას ქირურგიული ჩარევა წუხელ ჩაუტარდა. მისივე განმარტებით, პაციენტი კონტაქტურია.

„გუშინ, საღამოს საათებში შემოიყვანეს 38 წლის მამაკაცი, მრავლობითი, ბასრი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გულ-მკერდის არეში, ქირურგიული დახმარება ჩაუტარდა. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია, ქირურგიულ განყოფილებაში მკურნალობს“, - განაცხადა გიუაშვილმა.

რაც შეეხება დაჭრილ სამართალდამცავს, ისიც ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული. თუ როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, აღნიშნულს „ინტერპრესნიუსი“ საავადმყოფოში არკვევს.

ცნობისთვის, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 39 წლის ნოდარ ვაშაკიძემ 38 წლის თეიმურაზ ანჯაფარიძეს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა. ვაშაკიძემ დანით დაზიანება მიაყენა გამოძახების შედეგად შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულ საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც.

ნოდარ ვაშაკიძე განზრახ მკვლელობის მცდელობის და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ვაშაკიძე-ანჯაფარიძეს შორის ურთიერთშელაპარაკება ბიზნესწილებს უკავშირდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება