იური იგნატი - რუსეთს ახლა გაცილებით ნაკლები რაკეტა აქვს, ვიდრე შარშან, უკრაინის ენერგოსისტემაზე თავდასხმების დაწყებამდე ჰქონდა

რუსეთს ახლა გაცილებით ნაკლები რაკეტა აქვს, ვიდრე შარშან, უკრაინის ენერგოსისტემაზე თავდასხმების დაწყებამდე ჰქონდა, რუსები დრონების გაშვებაზე არიან ფოკუსირებული, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების პრესსპიკერმა, იური იგნატმა განაცხადა.

„ენერგეტიკის სექტორზე თავდასხმების ექვსი თვის განმავლობაში (9 სექტემბრიდან 12 მარტამდე) ჩვენ ჩამოვაგდეთ 750 ფრთოსანი რაკეტა, გაშვებული იყო 1 100 რაკეტა. ისინი რეზერვში ინახავდნენ 30%-ს ანუ მათ ჰქონდათ დაახლოებით 1 600 ფრთოსანი რაკეტა გასული წლის სექტემბრის მდგომარეობით, ახლა მათ აქვთ „კინჟალის“, „ისკანდერის“, „ Х -22“-ის, „კალიბრის“ და „ Х -101“-სა და „ Х -555“ ტიპის 870 რაკეტა“, - განაცხადა იგნატმა.

მისი თქმით, რუსები ახლა თავიანთი კრიტიკული რეზერვების აღდგენას ახორციელებენ, რათა ნატო-ს ქვეყნებსა და სხვა მტრებს დაემუქრონ.

„ისინი არა მხოლოდ აგროვებენ რაკეტებს, არამედ აღადგენენ თავიანთ სტრატეგიულ მარაგს. რაკეტების უმეტესობა ხომ, რომელზედაც გესაუბრებით, ტაქტიკური ბირთვული იარაღის მატარებელია. მათ უნდა ჰქონდეთ ეს კრიტიკული რეზერვი, რათა დაემუქრონ ნატო-ს ქვეყნებს და მათ სხვა მტრებს“, - აღნიშნა საჰაერო ძალების პრესსპიკერმა.

მისი თქმით, რუსები უკვე ფოკუსირებული არიან (და ასევე გააგრძელებენ მომავალში) შეტევების დროს Shahed-ის დრონების გაშვებაზე.

„ენერგეტიკის სექტორზე თავდასხმების აღნიშნული პერიოდის განმავლობაში გაუშვეს იმდენივე დრონი - 1000-ზე მეტი და 750-მდე განადგურდა. ახლა რუსებისთვის სიტუაცია სხვაგვარია - მათ აქვთ შესაძლებლობა აწარმოონ და ასევე მიიღონ მეტი დრონი ირანისგან“, - აღნიშნა იგნატმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს