აღმაშენებლის გამზირზე დაჭრილი 23 წლის პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია - მას წუხელ ქირურგიული დახმარება გაეწია

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე დაჭრილი 23 წლის პოლიციელის, გიგი ოთიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის კლინიკა „ჰელსიკორშია“ მოთავსებული.

როგორც ქირურგმა გაგა ჭეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, პოლიციელს ქირურგიული დახმარება წუხელ ჩაუტარდა.

„პაციენტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა, ჭრილობა შემავალი იყო მარჯვენა ბარძაყის ზედა მესამედში, ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, პაციენტი საპალატე სივრცეში იმყოფება, მალე გაეწერება“, - განაცხადა ჭეიშვილმა.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაჭრილს, 38 წლის თეიმურაზ ანჯაფარიძეს, ის ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ცნობისთვის, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 39 წლის ნოდარ ვაშაკიძემ 38 წლის თეიმურაზ ანჯაფარიძეს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა. ვაშაკიძემ დანით დაზიანება მიაყენა გამოძახების შედეგად შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულ საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც.

ნოდარ ვაშაკიძე განზრახ მკვლელობის მცდელობის და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ვაშაკიძე-ანჯაფარიძეს შორის ურთიერთშელაპარაკება ბიზნესწილებს უკავშირდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს