პარლამენტში პარტიამ „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ გენდერულ სახელფასო სხვაობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება დაარეგისტრირა

პარლამენტში პარტიამ „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ გენდერულ სახელფასო სხვაობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება დაარეგისტრირა. ამის შესახებ პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის” თბილისის საკრებულოს წევრმა, ნინო წულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განცხადებით, საქართველოში „სახელფასო სხვაობებით განპირობებული გენდერული დისკრიმინაცია ძალიან მაღალია და მისი მსხვერპლი ბევრი ქალი ხდება“.

„ჩვენ, დღეს, პარტია „ხალხისთვის“ სახელით, საკანონმდებლო წინადადება დავარეგისტრირეთ იმისათვის, რომ თანაბარი ღირებულების სამუშაოს შესრულების შემთხვევაში მოქალაქემ, განურჩევლად სქესისა, თანაბარი ღირებულების შრომის ანაზღაურება მიიღოს. სამწუხაროდ, სახელფასო სხვაობებით განპირობებული გენდერული დისკრიმინაცია ძალიან მაღალია. საშუალოდ, ქალისა და მამაკაცის ხელფასების ზრდა, რომელიც ყოველწლიურად ხდება, ძალიან დიდ სხვაობას იძლევა. მაგალითად, მამაკაცის ხელფასი თუ იზრდება 221 ლარით, ქალის იზრდება 160 ლარით. ეს სტატისტიკა ამ ყველაფერს გვიჩვენებს. შესაბამისად, ასე ვთქვათ, გენდერული დისკრიმინაციის მსხვერპლი ძალიან ბევრი ქალი ხდება, მიუხედავად იმისა, რომ თანაბარი ღირებულების სამუშაოს ასრულებენ. ინიციატივა შეგვაქვს იმისთვის, რომ გაჩნდეს ტერმინი - თანაბარი ღირებულების სამუშაოს ანაზღაურება და არა მხოლოდ, თანაბარი შრომა. ეს წინადადება შეგვაქვს არა მხოლოდ შრომის კოდექსში, არამედ საჯარო სამსახურის შესახებ კანონშიც“, - განაცხადა ნინო წულაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება