გიორგი ტყემალაძე - უნივერსიტეტის ქუჩის გახსნა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სატრანსპორტო გადაადგილებას აღნიშნულ არეალში

ახლად რეაბილიტირებულ უნივერსიტეტის ქუჩის გახსნას, რომელზეც მოძრაობა ორმხრივად აღდგა, დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან ერთად თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დაესწრო. როგორც მან განაცხადა, უნივერსიტეტის ქუჩა ქალაქის სატრანსპორტო ქსელის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვანძია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

„დასრულდა უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კვანძი. სრულად აღდგა მიწისქვეშა კომუნიკაციები. ახლო მომავალში ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის ხიდის სამუშაოები დასრულდება და ერთობლიობაში, ეს აღნიშნულ არეალში სატრანსპორტო გადაადგილებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასთან ერთად, მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროექტში მიიღო მონაწილეობა“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

„უნივერსიტეტის ქუჩაზე სრულად შეიცვალა და განახლდა ყველა ტიპის მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი; რეაბილიტირდა 2,5-კილომეტრი გზის სავალი ნაწილი, რამდენიმეფენიანი ასფალტის საფარი დაიგო; საჰაერო სადენები მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა; მოეწყო გარე განათების ახალი ქსელი; დამონტაჟდა თანამედროვე LED სანათები; ოთხზოლიანი ამსვლელ-ჩამომსვლელი გზა დაიხაზა და მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ახალი მოსაცდელები; სრულდება ტროტუარების მოწყობის სამუშაოები.

გარდა ამისა, გზის უსაფრთხოებისთვის გარკვეულ ადგილებში ფერდის დამცავი კედლები მოეწყო. აღნიშნული სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 18 მილიონი ლარით დაფინანსდა“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს