თავდაცვის მინისტრი - ინფორმაცია, რომ თურმე ჯარში  შედის უხარისხო კვება, არის აბსოლუტურად აცდენილი რეალობას და არის ჯარის დისკრედიტაციის მცდელობა

ინფორმაცია, რომ თურმე ჯარში შედის უხარისხო კვება, არის აბსოლუტურად აცდენილი რეალობას და არის ჯარის დისკრედიტაციის მცდელობა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც ქართულ ჯარს უხარისხო საკვები და ფორმები მიეწოდება.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შექმნილი 4 სხვადასხვა ქვედანაყოფი, რომელიც ხარისხის კონტროლს ეწევა.

„მინდა განცხადება გავაკეთო რეპორტაჟზე, რომელიც გავიდა თავდაცვის ძალების, თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ და ავხსნა ეს რატომ ემსახურება ფარულად თუ ღიად ჯარის დისკრედიტაციას. ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როდესაც ჩემი ოჯახის წევრებს ეხებოდნენ, ასევე, რა თქმა უნდა, სიცრუით შემოფარგლული ინფორმაციით, თუმცა ჩემი თმენის ვალდებულებით და სხვა საჯარო მოხელის ვალდებულებებით, მე ამას არ ვუპასუხე შეგნებულად, თუმცა ჩვენ არასდროს არ დავტოვებთ რეაგირების გარეშე, როდესაც საქმე ეხება ჩვენს ჯარს. ინფორმაცია, რომ თურმე ჯარში შედის უხარისხო კვება, არის აბსოლუტურად აცდენილი რეალობას და არის ეს ჯარის დისკრედიტაციის მცდელობა. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ 4 სხვადასხვა მექანიზმი შევქმენით ხარისხის კონტროლის, ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენმა ჯარმა მიიღოს საუკეთესო პროდუქტი. ასევე რადიკალურად არსებითად გავაუმჯობესეთ საკვები პროდუქტის ხარისხი, რაც ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არასდროს დაახლოებული ხარისხის პროდუქტი არ ყოფილა ჩვენს ჯარში. შედის ქართული გაუყინავი ხორცი, შედის ისეთი მომწოდებლის მიერ მოწოდებული ყველი, რომელიც აწვდიდა ყველაზე ძვირფას სუპერმარკეტს საქართველოში. ეს არის რეალობა. ჯარში დღეს შემოდინება გვაქვს ისეთ ნიშნულზე, რაც არ ყოფილა ბევრი წლის განმავლობაში. ეს არის კონკრეტული პასუხი დისკრედიტაციაზე, რასაც ეწევიან ჩვენი ოპოზიციური არხები. ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, არ მოვითმენთ და ყოველთვის ვეცდებით ვამხილოთ ადამიანები, რომლებიც ეწევიან სახელმწიფოს დისკრედიტაციას“,- განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, „მთელი ჯარი არის ძალიან კმაყოფილი იმ კვებით, იმ უნიფორმით, განახლებული ინფრასტრუქტურით, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში გააკეთეს“.

„სიუჟეტშიც მოყვანილი სხვა ფაქტებიც აბსოლუტურად განსხვავებულია რეალობისგან.

ზოგადად, ჯარის კვება იმდენად სენსიტიური თემაა, რომ 4 ქვედანაყოფი - გენერალური ინსპექცია, სამხედრო პოლიცია, ჩვენი კვების კომპანიის ზედამხედველობის დეპარტამენტი და ასევე, ის დეპარტამენტი, რომელიც ჩვენ შევქმენით, ამ 4 მექანიზმით კონტროლდება ჩვენი კვება. წარმოიდგინეთ, რომელიმე ქვედანაყოფში ულუფა რომ მოხვედრილიყო გაფუჭებული, ამაზე, პირველ რიგში, რეაგირებას თვითონ ჯარი გააკეთებდა და ამას დამატებით, ჩვენ თავად ჯარიც ჩავრთეთ ამ პროცესში, რომ კიდევ ერთ მექანიზმი შეგვექმნა ამისთვის. ამის იქით არ არსებობს რაიმე მექანიზმი, რომელიც შეგვეძლო მოგვეფიქრებინა ხარიხის კონტროლისთვის“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის