პრემიუმ დაზღვევა სახლისთვის „ალდაგისგან“

სადაზღვევო ინდუსტრიაში პირველად, „ალდაგმა“ მომხმარებლებისთვის პირველი პრემიუმ დაზღვევა სახლისთვის - პრიმო ქონება შექმნა. პრიმო სახლის დაზღვევა მაქსიმალურად სრულყოფილ სერვისს ქმნის, რომელიც ექსკლუზიურ დაფარვებსა და განსაკუთრებულ პირობებს გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს.

პრიმო ქონებით სარგებლობისას, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს ისეთი უპირატესობებით, როგორებიცაა პირადი მენეჯერი, კონსიერჟის მომსახურება, სპეციალური შეთავაზება პარტნიორ მაღაზიებში სახლის ნივთებსა და აქსესუარებზე.

„ალდაგი იყო პირველი კომპანია სადაზღვევო ინდუსტრიაში, რომელმაც პრემიუმ სერვისი დანერგა უშუალოდ ავტოდაზღვევის მომხმარებლებისთვის. ამჯერად, მზად ვართ, რომ პრემიუმ სერვისი სახლის დაზღვევის მსურველებსაც შევთავაზოთ. პრიმო სახლის დაზღვევა თავისი დაფარვებით და შეთავაზებებით იქნება უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი კლიენტებისთვის, მიიღონ მაქსიმალური სარგებელი დაზღვევით, და ამავდროულად ისარგებლონ მომგებიანი შეთავაზებებით პარტნიორ ობიექტებსა და მაღაზიებში“, - განაცხადა „ალდაგის“ ბრენდის განვითარებისა და კომუნიკაციების განყოფილების უფროსმა, ქეთევან მაღალაშვილმა.

„ალდაგის“ პრიმო სახლის სრული დაზღვევა მოიცავს მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას, საიჯარო შემოსავლის დაზღვევას, მეიჯარისა და მოიჯარის პასუხისმგებლობის დაზღვევას. გარდა ამისა, ის ფარავს სახლის არა მხოლოდ რემონტის, არამედ კარკასისა, შიგთავსისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაზიანების ხარჯებსაც, რაც მომხმარებელს ეხმარება ისეთი მოულოდნელი ფინანსური რისკებისგან დაიცვას თავი, როგორიცაა დატბორვა, ხანძარი, აფეთქება, ბუნებრივი კატაკლიზმები, ქურდობა, ვანდალიზმი. პრიმო სახლის დაზღვევის შეძენა პრიმო დაზღვევის მენეჯერის დახმარებით არის შესაძლებელი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია