ვახტანგ ცინცაძე - ნოემბრის თვეში ინფლაციამ 0.1% შეადგინა, მნიშვნელოვანი ფასების შემცირება ფიქსირდება სურსათის და მედიკამენტების ჯგუფებზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, ნოემბრის თვეში ინფლაციამ 0.1 % შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ის 0.2%-ით არის შემცირებული.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ აპრილის თვიდან საქართველოში ინფლაციის დონე ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება. ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, მნიშვნელოვანი ფასების შემცირება ფიქსირდება სურსათის და მედიკამენტების ჯგუფებზე.

„ეს ყველაზე მოწყვლადი საზოგადოების ჯგუფებისთვის მნიშვნელოვან შეღავათს წარმოადგენს. აქვე უნდა აღინიშნოს - ჩვენი მოლოდინია, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან ნიშნულს ქვემოთ შენარჩუნდება, ხოლო მომავალი წლიდან ეტაპობრივად დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს", - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებით, ინფლაციის შემცირება საქართველოს მთავრობის და ეროვნული ბანკის კოორდინირებულმა მუშაობამ განაპირობა.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სხვა ქვეყნებზე ადრე მოვახერხეთ ამ გამოწვევის დაძლევა", - აღნიშნავს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება