რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ნეთანიაჰუს, როგორც ღაზას ჯალათს, აუცილებლად გაასამართლებენ

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ომის დანაშაულისთვის უნდა გასამართლდეს.

„ნეთანიაჰუ, ღაზას ჯალათი, არა მხოლოდ ომის დამნაშავეა, არამედ მას, როგორც ღაზას ჯალათს აუცილებლად გაასამართლებენ, ისევე, როგორც მილოშევიჩი გაასამართლეს“, - განაცხადა ერდოღანმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაერო გააკრიტიკა და უშიშროების საბჭოს წევრი სახელმწიფოები ძალადობის შეწყვეტის მცდელობების დაბლოკვაში დაადანაშაულა.

„ერთი მხრივ, არის 121 ქვეყანა, რომელიც ამბობს „შეაჩერეთ ომი“ და „არა სისხლისღვრას“, ხოლო მეორე მხრივ, არის სამი ან ხუთი სახელმწიფო, რომელიც ისრაელის თავდასხმას კარტ ბლანშს აძლევს“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი