მაია ბითაძე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილე ნინო თანდილაშვილთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებმა ისაუბრეს გარემოსდაცვითი განათლების დარგის კვალიფიციური სპეციალისტების გადამზადების საკითხებზე. დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სრული მზადყოფნა გამოთქვეს ამ მიმართულებით ხელშეწყობასა და დახმარებაში.

„ევროკავშირის წარმომადგენელმა ცალსახად აღნიშნა, რომ საქართველოს გზა მიმართულია ევროკავშირისაკენ და კანდიტატი ქვეყნის სტატუსის მიღების შემდგომ საქართველოს მრავალი ახალი ვალდებულება ექნება. მათ შორის ყურადღება გამახვილდა ,,მწვანე შეთანხმებაზე" (European Green Deal), რომელიც სხვადასხვა ვალდებულებებს წარმოშობს ქვეყნებისათვის. შესაბამისად, კონკრეტული მიმართულებებით გადამზადებული კვალიფიციური სპეციალისტები უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოსათვის.

შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ მომავალ თანამშრომლობაზე და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ გარემოსდაცვითი მართვის მექანიზმების მცოდნე სპეციალისტების გადამზადება კრიტიკულად მნიშვნელოვანია და დონორი ორგანიზაციები მხარს დაუჭერენ ამ პროცესს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს