გეოგრაფიული აღნიშვნა „ბოლნისი“ „საქპატენტში“ არის რეგისტრირებული

გეოგრაფიული აღნიშვნა „ბოლნისი“ „საქპატენტში“ 2014 წლის 12 დეკემბერს არის რეგისტრირებული.

„საქპატენტმა“ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო.

ინფორმაციას „ბოლნისის“ წარმომავლობის შესახებ „საქპატენტი“ ავრცელებს.

ბოლნისში, სოფელ რაჭისუბანში მცხოვრები მოსახლის, თემურ ნინოშვილის ეზოში იპოვით წყაროს, რომელსაც აწერია - „1946 წელი, 15 სექტემბერი“. ეს თარიღი მანიშნებელია იმისა, რომ რაჭისუბნის მოსახლეობამ ამ პერიოდში უკვე იცოდა, რომ მათთან ბუნებრივად მოედინებოდა მინერალური წყალი, ამიტომ წყლის გადმოდინების ადგილას წყარო მოაწყვეს, რომლითაც მთელი სოფელი სარგებლობდა.

წყალი იმდენად უნიკალური, მარგებელი და გემრიელი აღმოჩნდა, რომ უყურადღებოდ არ დარჩენიათ. 1948-1950 წლებში დაიწყეს მისი შესწავლა, გამოკვლევა და დაადგინეს, რომ ეს არის ნახშირმჟავიანი, ჰიდროკარბონატ-ნატრიუმიანი და ჰიდროკარბონატ-მაგნიუმიანი წყალი 6.4 გ/ლ-მდე მინერალიზაციით.

ხალხური გადმოცემით მას ეძახდნენ მჟავე წყალს და იყენებდნენ სამკურნალოდ, თვალებისა თუ კუჭ-ნაწლავისთვის, მაგრამ სახელმწიფო გადაწყვეტილებით მას სუფრაზე გამოსაყენებელი წყლის ფუნქცია მიენიჭა, აშენდა წყლის ჩამოსასხმელი ქარხანა და მისმა წარმოებამ ყოველწლიურად 8 მილიონ ნახევარლიტრიან ბოთლს მიაღწია.

მოსახლეობაში, თუ ბოლნისში ჩასულ ვიზიტორებში წყალი დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს, მისი დაგემოვნება კი დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, მდინარე მაშავერას მარცხენა სანაპიროზე, სოფელ რაჭისუბანში.

დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/#

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება