თბილისში ოფთალმოლოგიის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

„ნიუ ჰოსპიტალსის“ და „საქართველოს ოფთალმოლოგიის განვითარების გაერთიანების“ ორგანიზებით რიგით მე-3 სამეცნიერო-პრაქტიკული საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციის ფარგლებში ქართველმა და უცხოელმა ოფთალმოლოგებმა ისაუბრეს დარგში არსებულ გამოწვევებისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომებზე.

ღონისძიება „ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის“ ოფთალმოლოგმა, პროფესორმა ივა ბერაძემ და „ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის“ ოფთალმოლოგმა, „საქართველოს ოფთალმოლოგიის განვითარების გაერთიანების“ პრეზიდენტმა, პროფესორმა ოლეგ გოლოვაჩოვმა გახსნეს. მოხსენებებით წარდგნენ „ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის“, „კლინიკა ოფთალმიჯის" და „ავერსის კლინიკის“ წამყვანი სპეციალისტები. ასევე, მონაწილეობა მიიღეს „მორფილდის თვალის კლინიკის“ პროფესორი კით ბარტონი, „ლიუბლიანას საუნივერსიტეტო კლინიკის“ პროფესორი მარკო ჰაულინა, „ტეხასის უნივერსიტეტის“ ოფთალმოლოგი რიჩარდ ალენი, „როჩესტერის უნივერსიტეტის“ ოფთალმოლოგი მილინდ ნაიქი და უცხოეთიდან მოწვეული სხვა სპეციალისტები.

მილინდ ნაიქი, ოფთალმოლოგიის ასოცირებული პროფესორი როჩესტერის უნივერსიტეტში, აშშ: „საქართველოს ოფთალმოლოგიის განვითარების გაერთიანების“ მოწვევით ვმონაწილეობ კონფერენციაში. მონაწილეებს ოფთალმოქირურგიის შესახებ წარვუდგენ მოხსენებას. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რადგან ოფთალომოლოგიის მნიშვნელოვანი მიმართულებების შესახებ მიმდინარეობს მსჯელობა. მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა, მისი მონაწილე ვყოფილიყავი.“

ელისო ბრეგვაძე, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმი ოფთალმოლოგი, ოფთალმოქირურგი: „დღეს ჩატარდა მე-3 საერთაშორისო კონფერენცია. მასში მონაწილეობდა არაერთი წარმატებული ოფთალმოლოგი როგორც მსოფლიოს წამყვანი კლინიკებიდან, ისე საქართველოდან. ისინი წარდგნენ მოხსენებით თიროიდული თვალის ქირურგიული მკურნალობის, გლაუკომის მკურნალობის თანამედროვე გზებისა და ოკულოპლასტიკის შესახებ. ძალიან ამაყები ვართ ამ კონფერენციით. კონფერენცია „ნიუ ჰოსპიტალსის“ თანადგომით ჩატარდა და ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდაც დაიგეგმება მსგავსი ღონისძიებები.“

მე-3 სამეცნიერო-პრაქტიკული საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში მიკროქირურგიის მეთოდების ფუძემდებლის, პროფესორ ჯიმშერ ანთელავას დაბადებიდან 95 წლისთავს მიეძღვნა.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს