გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი - ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების განახლებით შეშფოთებული ვარ

ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების განახლებით შეშფოთებული ვარ, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, დენის ფრანცისმა განაცხადა.

„ღრმად შეშფოთებული და დამწუხრებული ვარ ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების განახლებით. ვიმეორებ ჩემს მოწოდებას ხანგრძლივი ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის, ყველა დარჩენილი მძევლის უპირობო გათავისუფლების და პალესტინელებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომის შესახებ“, - წერს დენის ფრანცისი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).

შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს გენერალური ასამბლეის 193 წევრიდან 120-მა ღაზაში ჰუმანიტარულ ზავს დაუჭირა მხარი, 14 ქვეყანა წინააღმდეგი იყო, ხოლო 45-მა თავი შეიკავა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს