ირაკლი ლექვინაძე - საქართველო მსოფლიო კონკურენციის დღეს მესამე წელია საერთაშორისო კონფერენციის ფორმატით უერთდება

5 დეკემბერს, მსოფლიო კონკურენციის დღე სხვადასხვა აქტივობებით, 30-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება, რომელსაც საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო, საერთაშორისო კონფერენციის ფორმატში, უკვე მესამე წელია უერთდება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„საქართველოში კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის პოლიტიკის აღსრულება ძლიერდება, რასაც გაზრდილი მომართვიანობა და სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგები ადასტურებს. 2014 წლიდან დღემდე, კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით უმნიშვნელოვანესი რეფორმები განხორციელდა. კერძოდ, კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, საქართველოს DCFTA-ის მოთხოვნებთან შესაბამისი, ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებული კანონმდებლობა აქვს. 2021 წლიდან სააგენტოს „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ კანონის“ აღსრულება ეკისრება, ხოლო 2022 წლის ნოემბრიდან კი, მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონის აღსრულება. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ფუნქციები ფართოვდება და ეს პროცესი სრულ თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესთან. ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებით, 2024 წლიდან ჩვენი უწყება ახალი სახელით გააგრძელებს ფუნქციონირებას - „საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო“.

2014 წლიდან - დღემდე, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სააგენტოს მიერ 94 რეკომენდაცია გაიცა, მათ შორის - 61 სახელმწიფო ორგანოებს/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიმართულებით. კონკრეტული შედეგებით დასრულდა 47 საქმის მოკვლევა და 12 ბაზრის მონიტორინგი, ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის შესახებ 31 თანხმობა გაიცა.

სააგენტო აქტიური ფორმატით თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე კოლეგა უწყებებთან. 2014-2023 წლებში გაფორმებულია 24 საერთაშორისო მემორანდუმი. სააგენტო კონკურენციის საერთაშორისო ქსელის ICN აქტიური წევრია, 2023 წლიდან კი - მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) პარტნიორი. აქტიურად ვთანამშრომლობთ UNCTAD-ის, OECD-ის, USAID-ის წარმომადგენლობებთან. მიმდინარე წლის 16-18 ნოემბერს, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, სემეკის, ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ საქართველოში II საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ ჩატარდა, ღონისძიებას 300-ზე მეტი დელეგატი, 20-ამდე ქვეყნის დელეგაცია ესწრებოდა. საერთაშორისო კონფერენციამ, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და შეფასებები მიიღო.

მინდა, კონკურენციის საერთაშორისო დღე მივულოცო კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გუნდს, ქართულ საზოგადოებას, ვინც სხვადასხვა დროს აქტიურად იყო და დღესაც კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების პროცესში ჩართულია. მადლობა, მინდა გადავუხადო ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესისა და სამეცნიერო წრის, საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, მედიას და დონორ ორგანიზაციებს, სამთავრობო და საპარლამენტო გუნდს, კოლეგა მარეგულირებელ უწყებებს მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის.

გილოცავთ კონკურენციის საერთაშორისო დღეს ყველას!“ - აცხადებს საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს