ავსტრია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას მოითხოვს

ავსტრია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას მოითხოვს, - ამის შესახებ ავსტრიის თავდაცვის მინისტრმა, კლაუდია ტანერმა განაცხადა.

„ჩემთვის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაჩქარება პრიორიტეტია იქამდე, სანამ სხვა შესაძლო გაწევრიანებებზე ვისაუბრებთ“, - განაცხადა კლაუდია ტანერმა.

კლაუდია ტენერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარება დასავლეთ ბალკანეთში სტაბილურობას უზრუნველყოფს და რეგიონს საგარეო გავლენისგან დაიცავს.

„დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოები და განსაკუთრებით ბოსნია და ჰერცეგოვინა ავსტრიისთვის მნიშვნელოვან პარტნიორებს წარმოადგენენ, როდესაც საქმე რეგიონში სტაბილურობის, რეგიონული თანამშრომლობისა და ევროპული ინტეგრაციის შემდგომ განვითარებას ეხება“, - აღნიშნა ავსტრიის თავდაცვის მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს