საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნორვეგიის ახალ ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნორვეგიის ახალ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.

„მინისტრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ელჩს ნორვეგიის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივ, ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობის ფორმატების მნიშვნელობაზე, რაც ხელს უწყობს ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და ტრანსფორმაციის პროცესს. აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP), როგორც ყველაზე ეფექტიანი პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმის წარმატებით განხორციელების მნიშვნელობა.

მინისტრმა ნორვეგიის მხარეს მადლობა გადაუხადა SNGP-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის - ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ცენტრის (JTEC) განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე ნდობის ფონდში შეტანილი ფინანსური კონტრიბუციისთვის. საუბარი შეეხო საქართველოსა და ნორვეგიის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივ ფორმატში ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც მოიცავს ეროვნულ გვარდიებს შორის ერთობლივ სწავლებებსა და ტრენინგებს, ასევე სამხედრო განათლების სხვადასხვა მიმართულებებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს