რუსთავის მედიათეკაში, ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი „ნარინჯისფერი კამპანიის“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

რუსთავის მედიათეკაში, ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი ,,ნარინჯისფერი კამპანიის“ ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საჯარო სკოლების უფროსკლასელებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მედიათეკაში შეკრებილ ახალგაზრდებს ,,ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე, პარლამენტის გენდერული საბჭოს ხელმძღვანელი ნინო წილოსანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი ნინო კობახიძე და ,,ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის წევრი, პარლამენტარი ხატია წილოსანი, ფემიციდზე და ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ ფორმაზე - კიბერძალადობაზე ესაუბრნენ.

“გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ინფორმაციის მიწოდება არის სწორედ ამ 16 დღიანი კამპანიის მთავარი აქცენტი. ამ კამპანიის ფარგლებში ჩვენ რუსთავის მედიათეკაში ახალგაზრდებს შევხვდით, ვესაუბრეთ გენდერული ძალადობის ნიშნით შინაარსზე და განსაკუთრებული აქცენტით - კიბერძალადობაზე. დღევანდელ სამყაროში, როდესაც ძირითადად ყველა საქმიანობის სფერო ონლაინ რეჟიმზეა გადასული და განსაკუთრებით აქტიურად არიან ბავშვები ონლაინ სივრცეში, ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის ინფორმაციის მიწოდება იმაზე თუ ძალადობის რა ფორმები არსებობს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

„მედიათეკაში“ გამართულ ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს, „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ქვემო ქართლის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ქალთა ორგანიზაციის რუსთავის საბჭოს წევრებთან ერთად უმასპინძლა.

შეხვედრას რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებიც ესწრებოდნენ.

,,დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია იმით, რომ გენდერული ძალადობის შესახებ დეტალური ინფორმაცია, სწორედ საგანმანათლებლო სივრცეში - მედიათეკაში მივაწოდეთ ახალგაზრდებს. დღეს მათთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო და აქტუალური საკითხები განვიხილეთ. ჩვენ გავაგრძელებთ მათ ინფორმირებას და მაქსიმალურად შევეცდებით ამ მიმართულებით პრევენციული ღონისძიებების გატარებას“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

მედიათეკაში, ,,ნარინჯისფერი კამპანიის“ ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრა, ინტერაქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. დასასრულს, ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო კონკრეტულ საკითხებზე შეკითხვები დასვეს.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანია, მსოფლიოში 1991 წლიდან აღინიშნება და მას ყოველწლიურად უფრო და უფრო დიდი მასშტაბები აქვს. „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია, აღნიშნულ კამპანიას უკვე მეორე წელია, რაც უერთდება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი