„სელფის“ კორპორაციული კლიენტები „ოპტიმოს“ პაკეტებზე სპეციალური პირობებით ისარგებლებენ

ქართულმა მობილურმა ოპერატორმა „სელფი მობაილმა“, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, კორპორაციული კლიენტების მზარდი ბიზნესების მხარდაჭერის მიზნით, პარტნიორობა გააფორმა „ოპტიმოსთან“ - საქართველოში წამყვანი მენეჯერული აღრიცხვის პროგრამის მიმწოდებელთან. „სელფის“ ცნობით, შედეგად, მათი მომხმარებელი ისარგებლებს სპეციალური პირობებით „ოპტიმოს“ მრავალფეროვან კორპორაციულ პაკეტებზე.

„ოპტიმო“ მენეჯერული აღრიცხვის ქართული პროგრამაა, რომელიც მაღაზიებისა და კვების ობიექტების სამართავად შეიქმნა. მოქნილი ფუნქციონალით ის ამარტივებს გაყიდვებისა და მარაგების მენეჯმენტს. „ოპტიმოს“ დახმარებით, ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერი მოწყობილობით მარტივადაა შესაძლებელი ბიზნესის მართვა და კონტროლი. „ოპტიმოს“ მომხმარებელი პერსონალური მხარდაჭერით სარგებლობს და საქართველოს მასშტაბით დღეისთვის უკვე 2,500-ზე მეტ კომპანიას ემსახურება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

„სელფის“ მიზანია, გახდეს მისი კორპორატიული კლიენტების ბიზნეს პარტნიორი და მათ შესთავაზოს თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები, პლატფორმები მათი ბიზნესის მხარდასაჭერად. მოხარული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორების სიის სათავეში ისეთი ორგანიზაცია მოექცა, როგორიცაა „ოპტიმო“ - მოქნილი, მომხმარებელზე ორიენტირებული შეთავაზებით და, რაც მთავარია ადგილობრივ. ეს იმას ნიშნავს, რომ საუკეთესოდაა მორგებული ჩვენი ბაზრის მოთხოვნებს, ისევე როგორც საუკეთესოდ ეხმიანება „სელფის“, როგორც ქართული მობილური ოპერატორის მისწრაფებებს. ეტაპობრივად, „სელფის“ კორპორაციული კლიენტები მიიღებენ წვდომას სულ უფრო ახალ გადაწყვეტებზე. შედეგად, სელფის ციფრული ეკოსისტემა მათთვის კივევ უფრო მომგებიანი გახდება“,- განაცხადა „სელფის“ ბიზნესოპერაციების დირექტორმა, მალხაზ ჟორჟიკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს