„თიბისის“ მხარდაჭერით, რომში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა

„თიბისისა“ და ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლობის ფარგლებში, ქართველის ემიგრანტებისთვის, რომის ბიბლიოთეკაში, ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

ბანკის პრესსამსახურის ცნობით, რომის Biblioteca Enzo Tortora ბიბლიოთეკაში ქართველ ემიგრანტებს და ქართული ლიტერატურით დაინტერესებულ ყველა მსურველს უკვე აქვთ სტუმრობისა და ქართული წიგნების წაკითხვის შესაძლებლობა.

„აქ დახვდებათ, როგორც უფროსებისთვის შერჩეული ქართული და ქართულ ენაზე თარგმნილი უცხოური ლიტერატურა, ასევე, პატარებისთვის განკუთვნილი ქართულენოვანი საბავშვო ლიტერატურაც.

პროექტის მიზანი ქართული ენის და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და მისი მხარდაჭერაა. რომში კულტურულ-შემეცნებითი სივრცის გახსნა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ამ გზით, სხვადასხვა ასაკის ქართველი ემიგრანტებისთვის, ხელმისაწვდომი ხდება მრავალფეროვანი ჟანრის ქართულენოვანი ლიტერატურა.

„თიბისის“ მხარდაჭერით და ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით, პროექტის ფარგლებში უკვე გაიხსნა ქართული წიგნის კუთხეები: თურქეთში - სინოპში, იტალიაში - რომსა და ნეაპოლში.

„თიბისი“ მომავალშიც გააგრძელებს ქართველი ემიგრანტებისთვის საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და საინტერესო ინიციატივების შეთავაზებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს