სომხეთის ეროვნული ასამბლეა მოსკოვში გასამართ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს

სომხეთის ეროვნული ასამბლეა მოსკოვში გასამართ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს, - ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის პრესმდივანმა ცოვინარ ხაჩატრიანმა განაცხადა.

„შეხვედრაში მონაწილეობას არც სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაცია მიიღებს. ალენ სიმონიანმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარეს ვიაჩესლავ ვოლოდინს მოსკოვში არ წასვლის შესახებ ოფიციალური წერილით აცნობა“, - განაცხადა ხაჩატრიანმა.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის საბჭოს სხდომა 19 დეკემბერს მოსკოვში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 23 ნოემბერს მინსკში გამართულ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტს არ დაესწრო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს