ელგუჯა ბაგრატიონი - კლანურმა სასამართლომ ძალაში დატოვა ძმები წულუკიძეების და ელდარ ანთაძის სასჯელი - ეს იყო მამა-შვილი რიჟვაძეების პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლებიც ამ ადამიანებმა ამხილეს

კლანურმა სასამართლომ ძალაში დატოვა ძმები წულუკიძეების, გელა და ირაკლი ჭელიძეების, ასევე ელდარ ანთაძის სასჯელი. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება კრიმინალური დაჯგუფების წარმომადგენლების - მამა-შვილი რიჟვაძეების მიერ, რომლებიც ამ ადამიანებმა ამხილეს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების ბერკეტები დღეს „კრიმინალური დაჯგუფების წარმომადგენლებს მამა-შვილ რიჟვაძეებს აქვთ“.

„კლანურმა სასამართლომ ძალაში დატოვა სპორტსმენი, პატრიოტი ადამიანების, ძმები წულუკიძეების, გელა და ირაკლი ჭელიძეების, ასევე ელდარ ანთაძის სასჯელი. ეს რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, კარგად იცის საზოგადოებამ. ხელისუფლების ბერკეტები დღეს კრიმინალური დაჯგუფების წარმომადგენლებს, მამა-შვილ რიჟვაძეებს აქვთ. ერთი მთავრობის თავმჯდომარეა და მეორე პოლიციის მაღალჩინოსანი. ეცდებოდნენ ამ ადამიანების მოსყიდვას და თანაც ბიუჯეტის ფულით. ამ ადამიანებმაისინი ამხილეს. ამის შემდეგ დაიწყო მათი დევნა. კლანურმა სასამართლომ მიუსაჯა სასჯელი და დატოვა პატიმრობაში, როგორც ჩანს ხელისუფლება არ აპირებს და არ ეგუება იმ რეალობას”, - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს