ანალენა ბერბოკი - ევროპის გულში რუსეთის იმპერიალიზმის ფონზე, ევროკავშირმა არ შეიძლება რაიმე ნაცრისფერი ზონები დაუშვას, მაგრამ იმ ქვეყნებში, რომლებსაც სურთ ევროპული ოჯახის ნაწილი გახდნენ, აუცილებელი რეფორმები უნდა გატარდეს

ევროპის გულში რუსეთის იმპერიალიზმის ფონზე, ევროკავშირმა არ შეიძლება რაიმე ნაცრისფერი ზონები დაუშვას, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა სლოვენიაში ვიზიტის წინ განაცხადა.

„მსოფლიოში, სადაც ევროპის უშუალო სამეზობლო კრიზისებითა და კონფლიქტებითაა მოცული, გვჭირდება ევროკავშირი, რომელიც იმოქმედებს სწრაფად და გადამწყვეტად და ყველა ჩვენგანისთვის ევროპაში უსაფრთხოების საყრდენის როლს შეასრულებს. გერმანია და სლოვენია გაერთიანებული არიან ჩვენი საერთო ევროპის გაძლიერების, მომავალთან შესაბამისობაში მოყვანის და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ჩვენთან გაერთიანების მიზნით“, - აღნიშნა ბერბოკმა.

მისი თქმით, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანება ბლოკის ინტერესებშია.

„დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები მთლიანად და აბსოლუტურად ეკუთვნიან ევროკავშირს. ეს არ არის მხოლოდ ცარიელი სიტყვები. ეს არის ჩვენი პირადი უსაფრთხოების ინტერესებში - ლიუბლიანაში, ბერლინში და მთელ ევროპაში. იმისათვის, რომ ეს რეალობად იქცეს, იმ ქვეყნებში, რომლებსაც სურთ ევროპული ოჯახის ნაწილი გახდნენ, აუცილებელი რეფორმების განხორციელება უნდა დასრულდეს. ამავდროულად, ევროკავშირმა უნდა შეასრულოს თავისი სიტყვა და გადადგას შემდგომი ნაბიჯები გაფართოების პროცესში, მას შემდეგ, რაც პირობები შესრულდება. ევროპის გულში რუსეთის იმპერიალიზმის ფონზე, ევროკავშირმა არ შეიძლება რაიმე ნაცრისფერი ზონები დაუშვას. სლოვენიასთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ ევროკავშირის რეფორმაზე, რათა შევადგინოთ გზა გაფართოებული ევროკავშირისთვის. გაფართოების პოლიტიკასა და ევროკავშირის შიდა რეფორმებზე პროგრესი ერთდროულად უნდა მოხდეს“, - აღნიშნა ბერბოკმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან