ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევის ყველაზე მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი პაკეტები საქართველოს სადაზღვევო ჯგუფისგან

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის ინფორმაციით, საქართველოში ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევის პაკეტები შეიქმნა.

„ჯანმრთელობის დაზღვევა ყველაზე მოთხოვნადი, შესაბამისად გავრცელებული პროდუქტია როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, რომლის არსი - მკურნალობის სათანადო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა და ხშირად ერთადერთი გზაა მოსახლეობის უმეტესობისთვის.

სწორედ საუკეთესო პრაქტიკის, გამოცდილებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოში ყველაზე მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო დაზღვევის პროდუქტი შეიქმნა. გამომდინარე იქიდან, რომ მომხმარებლის საჭიროებები ინდივიდუალურია, ვეცადეთ მაქსიმალურად ტევადი და ამომწურავი პირობები შეგვეთავაზებინა მათთვის. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, რომ რასაც გთავაზობთ მხოლოდ მაღალი პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების საუკეთესო ნაზავი იყოს - შესაბამისად, საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი გთავაზობთ; სადაზღვევო პაკეტების არჩევანის მრავალფეროვნებას; სადაზღვევო ბაზარზე არსებულ ხელმისაწვდომ ფასებს; მაღალი ლიმიტს ნაკლები თანაგადახდით; მრავალწევრიანი ოჯახის დაზღვევის შემთხვევაში, სადაზღვევო ბაზარზე არსებულ ყველაზე მოქნილ ფასდაკლებას.

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევის პოლისი საქართველოს 250-ამდე კლინიკაში კვალიფიციური მომსახურების მიღების გარანტიაა. ხოლო, ჩვენი ოჯახის ექიმების პროფესიული ჩართულობით დროულად დაწყებული მიზნობრივი მკურნალობა მნიშვნელოვნად ზრდის ჩარევის ეფექტურობას, იმავდროულად აგარიდებთ ზედმეტ მანიპულაციებსა და დაძაბულობას.

რადგან, სამედიცინო დაზღვევა მნიშვნელოვანი ფინანსური პროდუქტია, გაუთვალისწინებელი შემთხვევების დადგომისას, მისი საშუალებით სოლიდური ფინანსური დანახარჯის თავიდან არიდებაა შესაძლებელი. ამ თვალსაზრისით, ის ფინანსური სტაბილურობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტიცაა. საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის გამოცდილი გუნდი და ჩვენი სამედიცინო დაზღვევა დაგეხმარებათ დაზოგოთ დრო და ხარჯები კლინიკების, ექიმებისა და მედიკამენტების შერჩევისა და მომსახურების მიღების დროს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს