კატარის ემირი - ისრაელის საოკუპაციო ძალებმა ყველა პოლიტიკური, ეთიკური და ჰუმანიტარული ღირებულებები დაარღვიეს - ეს ისრაელის მიერ ჩადენილი გენოციდია

ეს ისრაელის მიერ ჩადენილი გენოციდია, - ამის შესახებ კატარის ემირმა, ტამიმ ბინ ჰამად ალ ტანიმ განაცხადა.

„ეს არის ისრაელის მიერ ჩადენილი გენოციდი. ისრაელის საოკუპაციო ძალებმა ყველა პოლიტიკური, ეთიკური და ჰუმანიტარული ღირებულებები დაარღვიეს“, - განაცხადა კატარის ემირმა.

შეიხმა ტამიმ ბინ ჰამად ალ ტანიმ პალესტინელები გამოჩენილი სიმამაცისთვის შეაქო და საერთაშორისო საზოგადოება გააკრიტიკა.

„სამარცხვინოა ის, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ამ საზარელი დანაშაულის გაგრძელება თითქმის ორი თვის განმავლობაში დაუშვა, რომლის დროსაც უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის სისტემატური და განზრახ მკვლელობა გრძელდება, მათ შორის ქალებისა და ბავშვების“, - აღნიშნა კატარის ემირმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს