რომან გოცირიძე - თუკი ორბანი ევროკავშირის გაფართოების პროცესს დაბლოკავს, მთელი პაკეტი ჩავარდება - ალოგიკურია საუბარი იმაზე, რომ ორბანი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, როცა მისი ქმედებები პროცესს აზიანებს

აბსოლუტურად ალოგიკურია საუბარი იმაზე, რომ ორბანი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, როცა მთელი მისი ქმედებები აზიანებს და აჩერებს პროცესს - თუკი ორბანი ევროკავშირის გაფართოების პროცესის დაბლოკვას შესძლებს, ეს მხოლოდ უკრაინას არ შეეხება და მთელი პაკეტი ჩავარდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განუცხადა.

აქვე გოცირიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევროპაში მეგობრები არა ჰყავს და მისი ერთადერთი მეგობარი პუტინისტი, პროვოკატორი, შანტაჟისტი და ოდიოზური ფიგურა ვიქტორ ორბანია.

მისივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ ოდიოზურ ფიგურებთან მეგობრობა პრორუსული ხაზის გატარებას ნიშნავს.

„იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ევროკავშირი ამ შანტაჟისტის ქმედებებს არ „გაჯეჯილებს“. საქართველოს ხელისუფლებას ამ ერთადერთ პოლიტიკურ ლიდერთან აქვს პოლიტიკური და სულიერი კავშირები. კიდევ ერთი პრორუსი სლოვაკეთში გაჩნდა - არ არის გამორიცხული სლოვაკებსაც დაუმეგობრდნენ, რომლებიც პირდაპირ აცხადებენ, რომ ევროკავშირმა უკრაინას არანაირი დახმარება არ უნდა გაუწიოს.

ორბანი პირდაპირ რუსეთის სურვილებს ასრულებს, ვაჭრობს ევროკავშირთან და მთლიანად ევროკავშირის გაფართოების პროცესს უშლის ხელს - ხელს უშლის მთელს პაკეტს, რომელშიც მოიაზრება საქართველო, ბოსნია ჰერცოგოვინა, ეკრაინა და მოლდოვა. თუ მან პროცესი შეაჩერა, მათ შოროს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი შეჩერდება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის დაგეგმილი სამიტის დღის წესრიგიდან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისა და ქვეყნისთვის დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხები ამოიღონ, რადგან ისინი მაინც ჩავარდება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის