სანდრო რაქვიაშვილი - იდეალურ კონფიგურაციაში, პარლამენტში იქნებიან „ნაცები“, „ქოცები“ და ჩვენ - აი, მაშინ წავა პოლიტიკური ვაჭრობა და რომელი მხარეც უფრო მეტ ჩვენს იდეას დათანხმდება, იმასთან შევქმნით კოალიციას

იდეალურ კონფიგურაციაში, პარლამენტში იქნებიან „ნაცები“, „ქოცები“ და ჩვენ - აი, მაშინ წავა პოლიტიკური ვაჭრობა და რომელი მხარეც უფრო მეტ ჩვენს იდეას დათანხმდება, იმასთან შევქმნით კოალიციას,- ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა. რაქვიაშვილი არჩევნების შემდეგ კოალიციაში არც „ქართულ ოცნებასთან“ და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანებას არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ ვინც მეტად გაიზიარებს მათ იდეებს, მათთან ითანამშრომლებენ.

„ჩვენ არ ვყოფთ პოლიტიკურ ველს „ქოცებად“ და „ნაცებად“, როგორც „ქოცები“ და „ნაცები“ აკეთებენ. არავის აღვიქვამთ მტრად, რადგან მათი მხარდამჭერები ამ ქვეყნის უმრავლესობას წარმოადგენენ დღეს. ამ ქვეყნის უმრავლესობასთან უნდა ვიმუშაოთ და სიძულვილის ნაცვლად ვაჩვენოთ, რომ „ნაცების“ დროსაც ბევრი რაღაც კარგი გაკეთებულა, „ქოცების“ დროსაც რაღაც გაუმჯობესდა და უკეთესობისკენ უნდა წავიდეთ. ამიტომ არ გამოვრიცხავ არანაირ კონფიგურაციას არჩევნების შემდეგ. ჩვენ ჩვენი პოლიტიკური მიზნები გვაქვს. გვინდა პრივატიზაცია, სასამართლოს რეფორმა, ეროვნული ბანკის გაუქმება და ჩვენ ამაზე ვინც მეტად წამოგყვება იმათთან ვითანამშრომლებთ”, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

დამაზუსტებელ კითხვაზე - არ გამორიცხავთ როგორც „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ასევე „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციის შეკვრას? რაქვიაშვილი პასუხობს - „კი, რა თქმა უნდა“.

„იდეალურ კონფიგურაციაში წარმოგვიდგენია, რომ პარლამენტში იქნებიან "ნაცები", „ქოცები“ და ჩვენ და ჩვენს გარეშე ვერავინ შექმნის კოალიციას. აი მაშინ წავა პოლიტიკური ვაჭრობა და რომელი მხარეც უფრო მეტ ჩვენს იდეაზე დათანხმდება, იმასთან შევქმნით კოალიციას“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

მისივე თქმით, „გირჩი“ პარტიების გაერთიანების მომხრეა და საბოლოოდ ყველა ქართულ ოცნებასთან ან ნაციონალურ მოძრაობასთან უნდა გაერთიანდეს, რადგან როგორც თვითონ აღნიშნავს, მათ გარდა სხვა იდეოლოგიური პარტია არ არსებობს და დანარჩენები სწორედ ქართული ოცნების ან ნაციონალური მოძრაობის ხმებს იყოფენ.

„შინაარსობრივად არის სააკაშვილის ირგვლივ გაერთიანებული პარტია, ივანიშვილის ირგვლივ გაერთიანებული პარტია და დანარჩენი პარტიები, რომლებიც მათზე პარაზიტირებენ. მაგალითად, „ლელო"’ რომ ავიღოთ, ჩვეულებრივ „ნაცმოძრაობის“ ხმებზე პარატიზიტირებენ, მასზე პარაზიტირებდა „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომელიც მათთან გაერთიანდა და სწორად მოიქცა. მათ ხმებზე პარაზიტირებს ზურა ჯაფარიძე და ეს ყველა ადამიანი ერთად უნდა იყოს, აზრი არ აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ხმების გაყოფას. არავინ დაიჯერებს, რომ ხაზარაძე შეიძლება წავიდეს მიშას წინააღმდეგ, ან ლაკა ხოშტარია, რომელიც მიშას გამო შიმშილობდა, არავინ დაიჯერებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციაში შეიძლება აღმოჩნდეს. ამიტომ ამომრჩეველი არ უნდა მოვატყუოთ და რაც „ნაცმოძრაობის“ არის, მათი უნდა იყოს, რაც “ქართული ოცნებისაა“ - პარტიები, რომლებიც მსგავს პოზიციებს იკავებენ, „ქართულ ოცნებასთან“ უნდა იყვნენ. დანარჩენი პარტიები უნდა გამსხვილდნენ და ასეთი მარტო ჩვენ ვართ და ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, ვისაც პოლიტიკური მიზნები აქვთ. საბოლოო ჯამში კონფიგურაცია უნდა დალაგდეს “ნაცები“, „ქოცები“ და ჩვენ“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან