ისრაელელმა სამხედროებმა ღაზაში, ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკი ალყაში მოაქციეს

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკის ალყაში მოქცევა დაასრულეს.

„ვიმოქმედეთ ჯაბალიაში “ჰამასის” სიმაგრეების წინააღმდეგ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა და უსაფრთხოების სამსახურმა „ჰამასის“ სამეთაურო-საკონტროლო ცენტრის წინააღმდეგ მიზანმიმართული იერიში განახორციელეს“, - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

ამასთან, თავდაცვის ძალების ცნობით, კონტროლი დაამყარეს საკვანძო სამხედრო პუნქტებზე, საიდანაც მათ ჯარებზე თავდასხმები ხორციელდებოდა. ჯაბალია მჭიდროდ დასახლებული ლტოლვილთა ბანაკი. ის 1948 წლის არაბეთ-ისრაელის ომის შემდეგ დაარსდა, როდესაც ასობით ათასი პალესტინელი გაიქცა ან გააძევეს ტერიტორიიდან, რომელიც ისრაელის ახლადშექმნილ სახელმწიფოს მოიცავდა და მოგვიანებით დაბრუნებაზე უარი განაცხადეს. ბანაკი ხალხმრავალი ტერიტორიაა, სადაც სახლები, მაღაზიები და საცხოვრებელი კორპუსები ერთმანეთთან მჭიდროდ არის განლაგებული.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს