სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - დღეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ვერ წარმომიდგენია - მომავალი წევრობის პერსპექტივა უნდა არსებობდეს წესების დაცვით, როგორც მოლდოვას და საქართველოს, ან დასავლეთ ბალკანეთისთვის

დღევანდელ ვითარებაში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ვერ წარმომიდგენია, - ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა განაცხადა.

„ეს არის ძალიან სერიოზული შეკითხვა, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში მე ეს ვერ წარმომიდგენია. მე თავად მაინტერესებს, მაგალითად, როგორ გაამართლებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ურსულა ფონ დერ ლაიენი და უპასუხებს კითხვას, იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია სამხედრო კონფლიქტის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანასთან მოლაპარაკებების დაწყება“, - განაცხადა იურაი ბლანარმა.

ბლანარმა აღნიშნა, რომ სლოვაკეთი მზადაა უკრაინას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მხარი დაუჭიროს, მაგრამ იგი ყველა კრიტერიუმს სრულად უნდა აკმაყოფილებდეს.

„უკრაინისთვის მომავალი წევრობის პერსპექტივა უნდა არსებობდეს, მაგრამ ყველა წესის დაცვით, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა სხვა ქვეყნისთვის, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო, ან დასავლეთ ბალკანეთი“, - აღნიშნა სლოვაკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!