ირაკლი ნადარეიშვილი - ქართულ ბიზნესს, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეებს, უნდა გაუჩნდეთ მეტი წვდომა ალტერნატიულ დაფინანსებასა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე

ქართულ ბიზნესს, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეებს, უნდა გაუჩნდეთ მეტი წვდომა ალტერნატიულ დაფინანსებასა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, რომელმაც აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური ინოვაციების პროგრამის ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიესალმნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა და USAID საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორი მიშელ კოშიელსკი.

„კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმა ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში. ბოლო წლებში მნიშვნელოვანი სამუშაო შესრულდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, ეროვნულ ბანკთან და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. ჩვენ შევქმენით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ბაზა. ამ ეტაპზე ე.წ. იმპლემენტაციის ფაზის ეტაპზე გადავდივართ, როდესაც ბაზარზე კონკრეტული ინსტრუმენტები უნდა გაჩნდეს და ქართულ ბიზნესს, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეებს, გაუჩნდეს მეტი წვდომა ალტერნატიულ დაფინანსებასა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, USAID - ი საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური განვითარების რეფორმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. მისი თქმით, სააგენტოს ახალი პროგრამა დაეხმარება საქართველოს მთავრობას და კერძო სექტორს იმ ახალი მიმართულებების განვითარებაში, რაც გათვალისწინებულია ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიით.

USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამის ორგანიზებით, თბილისში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა, რომლის მუშაობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ეროვნული ბანკის, საჯარო და კერძო სექტორის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების 150-მდე წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამა ხუთწლიანი პროგრამაა, რომლის ბიუჯეტი $18.9 მილიონი აშშ დოლარია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს