გიორგი მანველიძე - იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვა ვენეციის კომისიის ერთ-ერთი მოთხოვნაა და ოპოზიციის მხრიდან თემით სპეკულირება, მათ უსუსურობაზე მეტყველებს

ოპოზიციის მხრიდან სპეკულირება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონსა და “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, ნათლად აჩვენებს მათ უსუსურობას, - ასე გამოეხმაურა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი მანველიძე იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვის საკითხზე ოპოზიციის კრიტიკას.

„იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვა ვენეციის კომისიის ერთ-ერთი მოთხოვნაა და ოპოზიციის მხრიდან, თემით სპეკულირება მათ უსუსურობაზე მეტყველებს. აღნიშნული პროექტი ვენეციის კომისიის მიერ 2023 წლის 12 ივნისს გამოქვეყნებული რეკომენდაციის გათვალისწინებით მომზადდა - „დეოლიგარქიზაციის შესახებ" პუნქტში მითითებულია იურიდიული პირებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესაძლებლობის აკრძალვა. შესაბამისი პუნქტი აისახა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაშიც“, - განაცხადა გიორგი მანველიძემ.

მისივე თქმით, კანონპროექტი შემუშავებულია ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფისა და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შენარჩუნების მიზნით.

„იმ პარტიებს, ვისაც დემოკრატიულ, თანასწორუფლებიან გარემოში არსებობა არ შეუძლიათ, ვურჩევ, გაქრნენ პოლიტიკური არენიდან“, - აღნიშნულია გიორგი მანველიძის განცხადებაში, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს