არჩილ თალაკვაძე - საქართველოს მეგობრებს შორის, ვინც ქვეყნის ევროინტეგრაციას მტკიცედ უჭერს მხარს, არის უნგრეთი და უნგრეთის მთავრობა

საქართველოს მეგობრებს შორის, ვინც საქართველოს ევროინტეგრაციას მტკიცედ უჭერს მხარს, არის უნგრეთი და უნგრეთის მთავრობა - კითხვის ნიშნები არ არის და არც შეიძლება იყოს იმის თაობაზე, უჭერს თუ არა უნგრეთი მხარს საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

თალაკვაძის თქმით, ქვეყანამ უკვე მიიღო მწვანე შუქი კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

„უნგრეთი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ნამდვილად უჭერს მხარს. ჩვენ მადლიერი ვართ ჩვენი ყველა მეგობრის, ვინც წლების განმავლობაში საქართველოს მხარს უჭერდა და ვისაც სჯეროდა, რომ დემოკრატიული რეფორმებით, ეკონომიკის გაძლიერებით და უსაფრთხოების დაცვით ამ გადაწყვეტილებასთან მივიდოდით. დღეს საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას ელის“, - განაცხადა თალაკვაძემ.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის დაგეგმილი სამიტის დღის წესრიგიდან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისა და ქვეყნისთვის დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხები ამოიღონ, რადგან ისინი მაინც ჩავარდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს