ანონსი  6 დეკემბერი

6 დეკემბერს, 09:30 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში გამართავს კონფერენციას „დემოკრატია იწყება სკოლებში - სკოლის ბავშვების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში სკოლებსა და თემებში საქართველოში“.

ღონისძიების მთავარი მომხსენებლები იქნებიან: განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული დირექტორი ბარბარა ბონი და ევროპის საბჭოს განათლების დეპარტამენტის ფორმალური და არაფორმალური განათლების სამმართველოს უფროსი, სარა კიტინგი.

მის: თელავის ქ.20

საკონტაქტო ტელ: 599 342434

6 დეკემბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებით, შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართება.

საკონტაქტო: 599 952727

6 დეკემბერს, 11:00 საათზე, „ლელოს“ ცენტრალურ ოფისში, პარტიის გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე და საკრებულოს დეპუტატი „ლელოდან“ ვატო სურგულაძე ბრიფინგს გამართავენ.

თემა: „პენსიის 1000 ლარამდე ზრდის „ლელოსეული“ ხედვა“.

6 დეკემბერს, 11:00 საათზე, ბათუმში ღონისძიება - „პროფესიები ბიზნესისათვის“ სავაჭრო პალატის ორგანიზებით ჩატარდება, რომელსაც ადგილობრივი ბიზნეს სექტორი, პროფესიული სასწავლებლები, სტუდენტები და სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები დაესწრებიან.

მის: ბათუმი, „სასტუმრო შერატონი“.

6 დეკემბერს, 11:00 საათზე, „მწერალთა სახლში“, სოციალური სამართლიანობის ცენტრი კონფერენციას - „მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფების წინაშე მდგარი გამოწვევები საქართველოში" გამართავს.

მის: ივანე მაჩაბლის ქუჩა #13

საკონტაქტო: ლიზა ზუბაშვილი - 577173070

6 დეკემბერს, 12:00 საათზე, პარტიების "გირჩი-მეტი თავისუფლება" და "დროა" თავმჯდომარეების ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება, რომელზეც mona.ge-ზე განსათავსებელ ახალ სიას წარადგენენ.

მის: ლუარსაბ შარაშიძის 5, ფიქრის გორა.

6 დეკემბერს, 12:00 საათზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება. ადგილი: ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

6 დეკემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ოფისში გაიმართება კვლევის „რუსულენოვანი განათლების განვითარების საკითხები საქართველოში რუსულ-უკრაინული ომის კონტექსტში“ შედეგების პრეზენტაცია

მის: ჭოველიძის 4ა, საკონფერენციო დარბაზი

საკონტაქტო ტელ: 598599822; 555006088

6 დეკემბერს, 17:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება