არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციამ რვა არჩევნებში მოსინჯა გაერთიანებაც, შუაში დგომაც, მარჯვნივ და მარცხნივ დგომაც, მაგრამ ყველა ჯერზე წააგეს - იმაზე უნდა დაფიქრდნენ, რომ საზოგადოების ნდობის მოპოვება შუაში თუ გვერდზე დგომით არ ხდება

ოპოზიციამ რვა არჩევნებში მოსინჯა გაერთიანებაც, შუაში დგომაც, მარჯვნივ და მარცხნივ დგომაც, მაგრამ არჩევნები ყველა ჯერზე წააგეს - ოპოზიციაში ვინმე იმაზე უნდა დაფიქრდეს, რომ საზოგადოების ნდობის მოპოვება შუაში თუ გვერდზე დგომით არ ხდება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

თალაკვაძემ აქვე ისიც აღნიშნა, რომ მალე საპარლამენტო არჩევნები მოვა და საზოგადოების შეფასებას ყველა ნახავს.

„რადიკალური ოპოზიცია დადგება შუაში თუ გვერდით, ამით ხარისხობრივად არაფერი შეიცვლება - საჭიროა სულ სხვა სტრატეგია.

საზოგადოების ნდობის მოპოვება, პირველ რიგში, პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებით ხდება - როცა რისთვისაც სხვას აკრიტიკებ, იგივეს შენ არ აკეთებ. ნდობის მოპოვება ხდება იმით, რომ როდესაც ადამიანი მხარს დაგიჭერს, ზურგი არ უნდა აქციო და არ უნდა მოატყუო, რომ ოპოზიციაში ყოფნა და პარლამენტში შესვლა აღარ გინდა, ხდება იმით, რომ საზოგადოებას მომავლის ლიდერსა და მომავლის პროგრამას სთავაზობ. როცა აქედან არაფერს აკეთებ, არ ვიცი, ამ ოპოზიციას რა შუაში დგომა უშველის“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია