ლევან ხაბეიშვილი ვაშინგტონში პოლიტიკური პარტიების ფორუმს ესწრება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის ლიდერები საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის საერთაშორისო მიმართულების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფებიან. პარტიის ლიდერები ვაშინგტონში პოლიტიკური პარტიების ყველაზე დიდ ფორუმს, IDU-ს ფორუმში იღებენ მონაწილეობას. ფორუმს ასევე ესწრება პარტიის საერთაშორისო მიმართულების სამსახურის უფროსი ირაკლი ქავთარაძე. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი IDU-ს პრეზიდენტს, სტეფან ჰარპერს შეხვდა.

„ვიმყოფებით მსოფლიოში ყველაზე დიდ პოლიტიკურ ფორუმზე, რომელშიც 80-მდე პოლიტიკური პარტია მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ჩვენ გვქონდა უკვე მნიშვნელოვანი შეხვედრა სენატორ კრამერთან, ასევე გავაგრძელებთ ოფიციალურ შეხვედრებს. ამ ღონისძიებაზე დღეს განიხილება მსოფლიოს უსაფრთხოების საკითხები, ასევე საუბარი შეეხება ეკონომიკურ გამოწვევებს მსოფლიოში, ავტოკრატიების დასრულების მნიშვნელობას სხვადასხვა ქვეყანაში და ჩვენთვის, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორები დაგვეხმარონ რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. დღეს ღონისძიება გაიხსნა, გაგრძელდება 6 დეკემბრის ჩათვლით და ჩვენ დამატებით ვაშინგტონში გვექნება ოფიციალური შეხვედრები“, - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს