გურამ მაჭარაშვილი - ღმერთმა არ წამაკითხოს, ის, რასაც კითხულობს ქალბატონი სამადაშვილი, იმიტომ, რომ ასეთი განათლება - იმოქმედო სამშობლოს წინააღმდეგ, არის დამღუპველი

ღმერთმა არ წამაკითხოს, ის, რასაც კითხულობს ქალბატონი სამადაშვილი, იმიტომ, რომ ასეთი განათლება - იმოქმედო სამშობლოს წინააღმდეგ, არის დამღუპველი, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, მისი მისამართით ოპონენტი კოლეგის სალომე სამადაშვილის განცხადებას კომენტარის ღირსად არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მხოლოდ იუმორით შეუძლია ამაზე საუბარი.

სალომე სამადაშვილს როდესაც აქვს კითხვები, არ შეიძლება იუმორით არ გამოვეხმაურო, იმიტომ, რომ სალომე სამადაშვილის განცხადებაზე სერიოზული კომენტარი ალბათ არ უნდა გააკეთო - რა წაიკითხა და რა ისწავლა ჩვენ ვნახეთ, როდესაც მისმა კოლეგებმა ამხილეს სამშობლოს ღალატში.

მას ეს იარლიყი აქვს რადიკალურ ოპოზიციაში და ამიტომ, ღმერთმა არ წამაკითხოს, ის, რასაც კითხულობს ქალბატონი სამადაშვილი, იმიტომ, რომ ასეთი განათლება - იმოქმედო სამშობლოს წინააღმდეგ უცხოეთში, არის დამღუპველი. ყველა იქნება მხილებული და ყველა მიხვდება, რომ საქართველოში არის ეროვნული, ქართული ხელისუფლება და ის ყველას დაუდასტურებს, რომ ქვეყანას შეუძლია მეორე ფრონტში ჩარევის გარეშეც მიიღოს კანდიდატის სტატუსი", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ამასთან, გურამ მაჭარაშვილმა ევროინტეგრაციის პროცესში ოპოზიციის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რადიკალები არც აქამდე მონაწილეობდნენ პროცესებში და მომავალშიც შეუძლიათ მას თავი აარიდონ.

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ რადიკალური ოპოზიცია მხილებულია იმაში, რომ ისინი იბრძოდნენ ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგი. ასევე საჯაროდაა ცნობილი, რომ მიდიოდა და დღემდე მიდის აქტიური კამპანია, რომ დაზიანდეს ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოსთან მიმართებაში. კარგად იცით ისიც, რომ არც ერთ ჯგუფში, არათუ არ მონაწილეობდა რადიკალური ოპოზიცია, არამედ პირიქით, ხელს უშლიდა ამ ჯგუფებს მუშაობის პროცესში. არადა, სწორედ მათმა მუშაობამ გამოიღო შედეგი - ევროკომისიამ პოზიტიური გადაწყვეტილება გამოიტანა საქართველოსთან მიმართებაში. ამიტომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირობები, რაც უნდა შესრულდეს, ევროკავშირთან მიმართებაში საქართველოს მხრიდან შესრულდება ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობების კარგი გამოცდილების საფუძველზე.

რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, რა ეწერება მასში ცნობილი გახდება საჯაროდ უახლოეს მომავალში და რასაც ჩვენ შევასრულებთ, მაგრამ ოპოზიციას რაც შეეხება, ისინი თუ არ ჩაერთვებიან, შესაძლოა, ეს კარგიც იყოს. ჯერ ერთი, რომ ამბობენ არ უნდათ და არ მიაჩნიათ სწორად ამ ჯგუფებში მუშაობა. და თუ ასეა, მაშინ რას კითხულობენ რა წერია სამოქმედო გეგმაში? ეს გეგმა საჯაროდ განიხილება და რაც ყველაზე მთავარია, საქართველო ყველა პირობას აუცილებლად შეასრულებს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა, რომლის კომენტარსაც „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა