შალვა პაპუაშვილი ნატო-ში წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნატო-ში აშშ-ის, საფრანგეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთის, რუმინეთის, პოლონეთის და სხვა წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს ურთიერთობები, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა, რეგიონული თანამშრომლობა, საქართველოს დემოკრატიული რეფორმები, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში არსებული კონფლიქტები და უსაფრთხოების გამოწვევები.

„ვიზიტის ფარგლებში ხვალ დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, მირჩა ჯოანასთან. ხვალვე, შალვა პაპუაშვილის მონაწილეობით გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.

დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და პარლამენტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი შედიან”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია