ისრაელის გენშტაბის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ქალაქ ხან-იუნისს ალყაში აქცევს და სახმელეთო ოპერაციის „მესამე ფაზას“ აანონსებს

ისრაელის თავდაცვის ძალები ქალაქ ხან-იუნისს ალყაში აქცევს და სახმელეთო ოპერაციის „მესამე ფაზას“ აანონსებს. ამის შესახებ განცხადება ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ჰერზი ჰალევიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ცნობისთვის, ქალაქი ხან-იუნისი ღაზის სექტორის სიდიდით მეორე ქალაქია და სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს.

„ომის დაწყებიდან 60 დღის შემდეგ, ჩვენი ძალები სამხრეთ ღაზაში ხან-იუნისს ალყაში აქცევენ. ამავდროულად, სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მიღწევების გაღრმავებაზე ვმუშაობთ. ყველა, ვინც ფიქრობდა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა არ იცოდა ზავის შემდეგ ბრძოლა როგორ გაეგრძელებინა, ცდებოდა. „ჰამასი“ ამას კარგად გრძნობს“, - განაცხადა ჰალევიმ.

მან აღნიშნა, რომ ისრაელი სახმელეთო ოპერაციის „მესამე ფაზაზე“ გადადის.

„ჩრდილოეთ ღაზაში „ჰამასის“ ბევრი გამაგრებული პუნქტი დავიკავეთ და ახლა სამხრეთში მისი გრავიტაციის ცენტრების წინააღმდეგ ვმუშაობთ.

ბევრს გვეკითხებიან ღაზაში ნგრევის შესახებ. „ჰამასია“ ადრესატი, [„ჰამასის“ ლიდერი] სინვარია ადრესატი. ჩვენი ძალები თითქმის ყველა სახლში პოულობენ იარაღს, ტერორისტებს. გვესმის, რომ მათი მოქმედების ფორმის ნაწილია სახლებში იარაღის დატოვება, ტერორისტი სახლში მიდის სამოქალაქო ტანსაცმლით, და იქიდან იბრძვის“, - განაცხადა ჰალევიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს