გია ხარჩილავა - ზუგდიდის საკრებულოს 14-მა წევრმა, ნიკა მელიას კვალდაკვალ, პარტია დატოვა! დავინახეთ ხელოვნურად დროში გაწელილი პროცესი, მეტი ზიანი იმ პარტიას, რომლის ხმებითაც საკრებულოში განთავსდნენ მაღალ პოსტებზე

ზუგდიდის საკრებულოს 14-მა წევრმა, ნიკა მელიას კვალდაკვალ, პარტია დატოვა. დავინახეთ ხელოვნურად დროში გაწელილი პროცესი, მეტი ზიანი იმ პარტიას, რომლის ხმებითაც საკრებულოში განთავსდნენ მაღალ პოსტებზე და პარაზიტირება პარტიის ხმებზე! - ამის შესახებ წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა სოციალურ ქსელში წერს.

მისივე განცხადებით, ადამიანებმა პარტიის დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებულ ერთიანობის შანსს და გეგმას მხარი არ დაუჭირეს და გაყვნენ პარტიის დაშლის და ენმ-ს ამომრჩევლის დემორალიზების გეგმას.

„მე, როგორც გამარჯვებული მერი, ვაფიქსირებ, რომ ჩემს გამარჯვებაში მთავარი წვლილი, 80% პარტიისაა! ეს როგორ უნდა დავივიწყო! არც პარტიის არჩევნების დროს და, არც მერე, აზრადაც არ მომსვლია, პოლიტიკური კონიუნქტურის გამო, ამ სინამდვილის მიღმა დრეიფი და საკუთარი თამაშის წესებით ოპერირება. პარტიაში მისაღებია წინააღმდეგობები, აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ თუ პარტიის ქოლგის ქვეშ ხარ, პარტიის ძირითად ხაზს არ უნდა გადაუხვიო, ეთანხმები თუ არა უმრავლესობას: ესაა პარტიული დემოკრატია და არ უნდა დააზიანო საკუთარი პარტია შენი ქმედებით და რიტორიკით. განსაკუთრებით მაშინ, როცა პარტიის დამფუძნებელი და ლიდერი პუტინის პირადი ტყვეა.

ვთანხმდებით: არჩევნები ჩატარდა ლეგიტიმურად, დამაჯერებლად გაიმარჯვა ლევან ხაბეიშვილმა. ჩატარდა რაიონული არჩევნები და პარტიამ დაიწყო რეალური ფორმირება. დარჩა პოლიტსაბჭოს საკამათო საკითხი და ეს განხეთქილების, პარტიის გახლეჩის, საბაბად რომ არ ქცეულიყო, პარტიის დამფუძნებელმა, მიხეილ სააკაშვილმა:

1. პარტიის მართვა აიღო საკუთარ თავზე, რითაც ყველა ინსინუაციებს საბოლოოდ გამოაცალა საფუძველი!

2. წარმოადგინა მანიფესტი, რომელიც ყველას აძლევდა შანსს საკუთარი თავი ღირსეულად წარმოეჩინა პარტიაში!

3. ძირითადი საკამათო საკითხის გადასაწყვეტად გაფართოვდა პოლიტსაბჭოს შემადგენლობა და დაანონსდა მისი კიდევ უფრო გაფართოება ყოფილი პოლიტსაბჭოს წევრების ლეგიტიმური შემობრუნების გზით!

4. როგორც ვიცი, იყო პირადი მოლაპარაკებებიც! ამ ყველაფერს, პროცესს თუ გავიაზრებთ, კონფლიქტი ამით უნდა ამოწურულიყო! არადა დღეს, ზუგდიდის საკრებულოს 14-მა წევრმა, ნიკა მელიას კვალდაკვალ, პარტია (არა ფრაქცია) დატოვა!

რა დავინახეთ:

ხელოვნურად დროში გაწელილი პროცესი, მეტი ზიანი იმ პარტიას, რომლის ხმებითაც საკრებულოში განთავსდნენ მაღალ პოსტებზე და პარაზიტირება პარტიის ხმებზე!

დავინახეთ ის, რომ ადამიანებმა პარტიის დამფუძნებლის, მიშა სააკაშვილის მოწოდებულ ერთიანობის შანსს და გეგმას მხარი არ დაუჭირეს და გაყვნენ პარტიის დაშლის და ენმ-ს ამომრჩევლის დემორალიზების გეგმას.

გარწმუნებთ, ენმ-მ მსგავსი პროცესი არაერთხელ უკვე გამოიარა, ეს განდგომილება და სიცხადე ენმ-ს კიდევ უფრო მობილიზებულს გახდის, რადგან ენმ და მიშა სააკაშვილი ერთი მთლიანობაა და ამ ბირთვისგან გასვლა მხოლოდ განდგომილებს დააზარალებს. მაგრამ აქ არის ერთი რამ, რაც ამ ადამიანების გულწრფელობას უკავშირდება: ეს ადამიანები, ენმ-ს ხმებით გასულები, არიან იმ პრინციპული სიმაღლის, რომ ენმ-თან ერთად მიშასაც დეკლარირებულად გაემიჯნონ, დატოვონ საკრებულო, მინიმუმ ფრაქცია და საკუთარი უნარებით, ამ მოცემულობით, პოლიტიკურად ღირებული რამ შექმნან?!“ - წერს გია ხარჩილავა სოციალურ ქსელში.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს